13 ყველაზე ჯანსაღი და ბიუჯეტური პროდუქტი სიბერის წინააღმდეგ

730

13 ყველაზე ჯანსაღი და ბიუჯეტური პროდუქტი სიბერის წინააღმდეგ

უმჯობესია თქვენი სადილი ყოველთვის შეიცავდეს ცოტაოდენ უმ ან/და მომზადებულ ბოსტნეულს, რომელიც პესტიციდების გამოყენების გარეშე არის მოყვანილი.

შეამცირეთ ხორცის მიღება, რადგან ეს პირდაპირ იწვევს ორგანიზმის დაბერებას და მისი ფუნქციების დროზე ადრე ცვეთას. განსაკუთრებით რისკის შემცველია მასიური წარმოების ხორცის პროდუქტები, რომლებიც ძალიან ხშირად შეიცავენ კარცენოგენულ ნივთიერებებს და ანტიბიოტიკებს(!).

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ასევე, არ არის სასარგებლო რძის პროდუქტების გადამეტებული მიღებაც. ზომიერება ყოველთვის საუკეთესო არჩევანია!

მიირთვით საკვები, რომელიც მეტ ენერგიას გაძლევთ, და არა პირიქით.

როდესაც საკვები არ შეიცავს მავნე დანამატებს, არის ორგანული და ბიოლოგიურად სუფთა, სხეულის ყველა ორგანო გრძნობს ამას და „ბედნიერია“. სიბერის პირველი შესამჩნევი სიმპტომები კანზე ჩნდება.

დაბერების წინააღმდეგ ბრძოლა მანამ უნდა დავიწყოთ, სანამ უკვე გაჩენილი ნაოჭების მოსაშორებლად ძვირადღირებული კრემების და ლოსიონების გამოყენება დაგვჭირდება.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხილი და ბოსტნეული ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უზადო კანი და ჯანმრთელი ორგანოები.

ავოკადო - შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, რომელიც  ატენიანებს კანს და იცავს მას გამოშრობისგან. იგი მდიდარია ნუტრიციული ნივთიერებებით და შეიცავს ომეგა 3 ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ასევე გააჩნია ე.წ. ”ნუტრიციულობის ამაღლების ეფექტი” და შეუძლია გააუმჯობესოს ორგანიზმის მიერ ვიტამინების შეწოვის ხარისხი. 

ბროწეულის თესლები -  ბროწეულის თესლებს (კურკებს) გააჩნია მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისება, რაც ხელს უწყობს კოლაგენის შენარჩუნებას კანში და ამცირებს დაბერების პროცესს. ბროწეული ასევე მდიდარია C ვიტამინით და ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში.

ბროკოლი - ბროკოლი მდიდარია ნუტრიციული ღირებულებით და გააჩნია კოლაგენის შენარჩუნების უნარი. იგი ხელს უწყობს ტვინის მუშაობას და ანელებს მისი დაბერების პროცესს.

მოცვი - ეს კენკრა შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ებრძვის დაბერების გამომწვევ მიზეზებს და ინარჩუნებს კოლაგენს. მოცვი ასევე ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის. ის მდიდარია A და C ვიტამინებითაც.

ტკბილი კარტოფილი-  ცნობილია როგორც ბატატი. მდიდარია A ვიტამინით, რაც მას ნარინჯისფერს აძლევს. შეიცავს C და E ვიტამინს, რაც იცავს კანს უარყოფითი ზემოქმედებისგან.

თხილი -  მდიდარია ნუტრიციული ღირებულებით, პროტენიებით, ომეგა 3 და E ვიტამინებით. სხვადასხვა თხილეული ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ეცადეთ კვირაში ერთხელ მიანც მიირთვათ თხილის მიქსი. თუ უმ თხილს წყალში დატოვებთ ღამით, დილისთვის გაღვივდება და უფრო მარტივი იქნება კუჭისთვის მისი მონელება. ის ასევე გამოიტანს კუჭის გამღიზიანებელ ნივთიერებებს.

ქიშმიში - ხელს უშლის სისხლში შაქრის დონის მკვეთრ შემცირებას.

კარტოფილი - შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მინერალურ ნივთიერებებს.
სტაფილო. ბეტა–კაროტინი აძლიერებს მხედველობას.

ზღვის თევზი -  ცხიმოვანი მჟავები იცავს ნერვულ უჯრედებს, ხოლო თუთია აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

სუნელ-სანელებლები -  აძლიერებს კაპილარებს.

დიდკამა - ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას.

ციტრუსები -  აძლიერებს სისხლძარღვებს და იმუნურ სისტემას.

ნიორი - აწესრიგებს ლიპიდების ცვლას.
ვაშლი. ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

frenis kompensacia
frenis kompensacia