თაფლი კოსმეტიკაში – საუკეთესო სახის ნიღბების  რეცეპტები ხალხური მედიცინისგან

858

თაფლი კოსმეტიკაში – საუკეთესო სახის ნიღბების  რეცეპტები ხალხური მედიცინისგან

ცნობილია, რომ თაფლის  ნექტარის ვიტამინები თაფლში გადადის. ამიტომ თაფლი შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორიცაა ასკორბინის მჟავა (C),
ნიკოტინის მჟავა (PP), თიამინი(B), რიბოფლავინი (B), პანტოტენის მჟავა (B5), ფოლიუმის მჟავა, ტოკოფეროლი (E), პირიდოქსინი (B2), კაროტინი
(პროვიტამინი A).

ფერმენტების შემცველობის მიხედვით თაფლი საკვებ პროდუქტებს შორის ერთ–ერთ პირველ ადგილზეა.  მის შემადგენლობაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ფერმენტები, როგორიცაა დიასტაზა, ინვერტაზა, ლიპაზა, მალტაზა, პეროქსიდაზა. ისინი არეგულირებენ ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

თაფლის ბიოლოგიური ღირებულება განპირობებულია მისი მკვებავი, ბაქტერიციდული, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი თვისებებით.

თაფლის გამოყენება პოსმეტიკაში

თაფლი შედის ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბების შემადგენლობაში, ასუფთავებს სახის და ხელების კანს.

უნდა გამოიყენოთ თაფლი სუფთა სახით, ან
სხვა ნივთიერებებთან ერთად (გლიცერინი, ლიმონის წვენი, კვერცხის გული). ნიღბის გამოყენებამდე კანი გაიწმინდეთ (პირი დაიბანეთ ან გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები).

თაფლის ნიღბის რამდენიმე რეცეპტი

100 გრ. თაფლი შეურიეთ 1 ლიმონის წვენს.
მიღებული მასა წაისვით თხელ ფენად 5–10 წთ–ით. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. რეკომენდებულია მშრალი კანის დროს.

2 ს.კ. ფქვილს შეურიეთ 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა და დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. მიღებული ცომისმაგვარი მასა წაისვით გასუფთავებულ სახეზე 10–15 წთ–ით, ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი წყლით.

ნიღაბი რეკომენდებულია ნაოჭების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად მშრალი და ნორმალური კანისთვის.

კარგად ასუფთავებს ფორებს: ნახევარი სუფრის კოვზი ტაფლი აურიეთ 2 სუფრის კოვზ შავი ჩაის მაგარ ჩიფირში და 1 ჩაის კოვზ ლიმონის წვენში, დაიტანეთ სახეზე და 10 წუთის შემდეგ ნოტიო ბამბის ტამპონით მოიცილეთ, ამის შემდეგ გრილი წყლით დაიბანეთ, ნაზავში ნანევარი კოვზი
შვრიის ფანტელის დამატებაც შეიძლება.

1 ჩაის კოვზი თაფლი აურიეთ 1 ლიმონის წვენსა და 1 კვერცხის ათქვეფილს ცილასთან. დაიტანეთ კანზე და გაიჩერეთ 30 წუთით, შემდეგ, ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ უნდა გაიკეთოთ.

ცხიმიანი, დაზიანებული კანის შემთხვევაში:

ნახევარი სუფრის კოვზი ტაფლი გააზავეთ 3 სუფრის კოვზ გვირილის ნახარშში. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.

1 კვერცხის ცილას დაუმატეთ ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი, ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი მჟავე რძე ან კეფირი და ამდენივე ქატო, მასას კარგად მოურიეთ და 10-15 წუთით დაიდეთ სახეზე, შემდეგ კი გრილი წყლით
ჩამოიბანეთ.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Facebook კომენტარები