საჭმლის მონელებას ასისთავა მოგიწესრიგებთ – ეფექტურია სიბერეშიც

454
frenis kompensacia
frenis kompensacia

საჭმლის მონელებას ასისთავა მოგიწესრიგებთ - ეფექტურია სიბერეშიც

ასისთავას ყველა ნაწილი მდიდარი გლიკოზიდებითა და ალკალოიდური ნივთიერებებით (0,6-1%), რომელთა შორის ყველაზე მეტია ფსევდოალკალოიდი გენციანინი. მიწისზედა ნაწილი შეიცავს აგრეთვე ფლავონურ გლიკოზიდ ცენტაურეინს. ვიტამინ C-ს. ბეტა ამირინს, აცეტატს.

საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ ასისთავა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ასისთავას ბალახის ნაყენი: 1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე
წყალი, თბილად შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ. მერე გაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ასისთავას ბალახის ნახარში:

2 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, ადუღეთ წყლის აბაზანაში, ნელ ცეცხლზე, 15 წუთის განმავლობაში, გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ასისთავას ბალახის ნახარში უხდება კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას, დიზენტერიას,
დისპეფსიურ მოვლენებს, მეტეორიზმს, გულძმარვასა და პირღებინებას.

ასისთავას ბალახის ნაყენი სპირტზე ასე მზადდება:

აიღეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 40%-იანი სპირტი, დააყენეთ 7-14 დღე, ყოველდღე რამდენჯერმე შეანჯღრიეთ. გაწურეთ.

მიიღეთ 15-20 წვეთი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. გაითვალისწინეთ: ასისთავას მადის
მომგვრელი თვისებაც აქვს, ამიტომ ჭარბწონიანები ფრთხილად უნდა იყვნენ.

კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების დაავადებების, გაცივებისა და ციების დროს იყენებენ ასისთავას ნახარშს.

დიდი დოზებით ასისთავას  მიღება იწვევს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევას.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

ამინდი
amindi