შოკოლადის მუსი-უგემრიელესი დესერტის რეცეპტი თქვენთვის!

4616
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ჭიქა ყავასთან ან ჩაისთან ერთად დესერტის მირთმევას არაფერი შეედრება, ეს პროცესი განსაკუთრებით ზაფხულში იღებს სისტემატურ ხასიათს, ამიტომ გთავაზობთ უგემრიელესი დესერტის – შოკოლადის მუსის მომზადების რეცეპტს, სცადეთ და სასიამოვნოდ გააოცეთ საყვარელი ადამიანები!

ინგრედიენტები

– 300 გ ხაჭო
– 1,5 ს/კ კაკაო
– 10 გ ჟელატინი
– 100 მგ იოგურტი
– 3 ს/კ შაქარი
– ¼ ჭ წყალი

მომზადება

1. ბლენდერში მოათავსეთ ხაჭო, მოასხით იოგურტი, დაუმატეთ შაქარი და კაკაო. კარგად აურიეთ.

2. ჟელატინი ჩაყარეთ თბილ წყალში, გააჩერეთ 25 წუთით, შემდეგ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანით. ურიეთ სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.

3. ჩაასხით ჟელატინი ბლენდერში, აურიეთ. გადმოიღეთ დესერტი სასურველ ფორმებში და შედგით მაცივარში 2-3 საათით.

frenis kompensacia
frenis kompensacia