ამის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს: გულყვითელას აქვს ძვირფასი კოსმეტოლოგოური თვისებები და  სასწაულებრივი სამკურნალო ძალა

189

ამის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს: გულყვითელას აქვს ძვირფასი კოსმეტოლოგოური თვისებები და  სასწაულებრივი სამკურნალო ძალა

ძველი ეგვიპტელები გულყვითელას, (იგივე კალენდულას)  გამაახალგაზრდავებელ მცენარედ თვლიდნენ. მისი ყვავილები შეიცავს ეთერზეთების, ფიტონციდების, ორგანული მჟავების და ფისების უნიკალურ კომპლექტს.

ამ ნივთიერებების წყალობით, კალენდულას პრეპარატები იწვევს პათოგენური მიკრობების – სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების სიკვდილს. მის ყვავილებში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს კანის უჯრედებში, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ათავისუფლებს გაღიზიანებას და ანთებას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამიტომც იგი გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკურ კრემებსა და ლოსიონებში.

გამოიყენება კოსმეტიკაში აკნეს სამკურნალოდ და ნაოჭების მოსაცულებლად.

Სახლში, ამ ყვავილების წყალხსნარის მომზადება არ არის რთული. კალენდულას ნაყენი  გამოიყენება კომპრესებისა და ნიღბებისთვის, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.

ლოსიონები და ინფუზიით შეზელვა ამცირებს ფორებს სახეზე, ცხიმის გამოყოფას, ისინი ინიშნება ცხიმიანი  აკნეს დროს.

თბილი კალენდულას კომპრესები სასარგებლოა ნაოჭების თავიდან ასაცილებლად. გულყვითელას ახლად გამოწურული წვენით დიდი ეფექტი მიიღწევა თუ თანაბარი პროპორციით მიღებულ კალენდულას წვენს დაუმატებთ ლიმონისა  და წითელი მოცხარის წვენს.

კალენდულას ალკოჰოლური ნაყენი, რომლის შეძენაც შესაძლებელია აფთიაქში, გამოიყენება ცხიმიანი კანისა და გაფართოებული ფორებისთვის.

კანი იწმინდება ნაყენით, ნახევრად უნდა გაზავდეს  წყლით. იმავე პროპორციით განზავდეს კომპრესების ნაყენი, რომელსაც სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში გაიჩერებთ.

Ფეხის აბაზანა გულყვითელას ინფუზით : 

აიღეთ 2 სუფრის კოვზი ყვავილი 1  ლიტრ წყალზე, აქვს კარგი სადეზინფექციო ეფექტი ქუსლების დამსკდარ კანზე და თითებს შორის.

ცხიმიანი თმის, ქერტლისა და თმის ცვენის დროს რეკომენდირებულია ეს ნაყენი: 

წაისვით კვირაში 2-3-ჯერ  კალენდულას ალკოჰოლური ნაყენი 10 სუფრის კოვზი და აბუსალათინის ზეთის 2  სუფრის კოვზი. კარგად შეიზილეთ ორივე ერთდროულად, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ხოლო თუ სკალპი მშრალია, უმჯობესია გამოიყენოთ  წილი ალკოჰოლური ნაყენის ნარევი 5 სუფრის კოვზი და და 4 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი.

კალენდულას Ყვავილების ნაყენს ასეც ამზადებენ :

2 სუფრის კოვზ ნედლეულს ათავსებენ მინანქრის თასში და ასხამენ 1 ჭიქა ცხელ ადუღებულ წყალს, თავსახურს ადებენ და აჩერებენ წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ.  ინფუზია ინახება გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღისა.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Facebook კომენტარები