სპირულინას სასარგებლო რეცეპტები : დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ავსებს ორგანიზმს დამატებითი კვებითი ნივთიერებებით

169

სპირულინას სასარგებლო რეცეპტები : დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ავსებს ორგანიზმს დამატებითი კვებითი ნივთიერებებით

სპირულინა – არის მოლურჯო-მომწვანო წყალმცენარე, რომელიც შეიცავს ძვირფასი კვებითი ნივთიერებების ფართო სპექტრს. სპირულინა მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და აჯერებს ორგანიზმს დამატებითი კვებითი ნივთიერებებით და მინერალებით.

კვებითი ღირებულება 1 გრ სპირულინაში თანაბარია 1 კგ სხვადასხვა ბოსტნეულს. სპირულინა მოქმედებს როგორც ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გვეხმარება სხვადასხვა ინფექციების დამარცხებაში. სპირულინა შეიძლება სასარგებლო იყოს ზედმეტ წონასთან ბრძოლაში.

სპირულინა ცნობილია როგორც სრულყოფილი ცილა, ის შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს. სპირულინა მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი მოქმედებისგან. ორგანიზმში ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება А ვიტამინად, აუცილებელია თვალების, კანის, კბილების, ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის და ძლიერი იმუნური სისტემისთვის. სპირულინა არის В ჯგუფის ვიტამინების წყარო, კერძოდ კი В12 ვიტამინის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვეგეტარიანელებისთვის.

ეს საკვები შეიცავს ასევე Е ვიტამინს, მინერალებს და უამრავ მიკროელემენტს. შეიცავს უფრო მეტ რკინას, ვიდრე ისპანახი: რკინა ხელს უშლის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ანემია, თავის ტკივილი და დაღლილობა.

 

მდიდარია მაგნიუმით: მაგნიუმი პასუხისმგებელია კუნთებისა და ნერვების ფუნქციონირების, გულისცემის და ძვლის სიმტკიცის შენარჩუნების, ცილების სინთეზისა და არტერიული წნევის რეგულირებისთვის მოქმედებებზე. 2 გრ სპირულინა შეიცავს 10 მგ მაგნიუმს. მდიდარია თუთიით: სპირულინა მდიდარია თუთიით, რაც აძლიერებს ორგანიზმის ანთების საწინააღმდეგო ძალას, ის აუცილებელია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

სპირულინას ფხვნილი შეიცავს ნივთიერებების ძალიან ფართო სპექტრს: ამინომჟავებს, ანტიოქსიდანტებს, ფერმენტებს, ვიტამინებს, მინერალებს, ქლოროფილს, ცილებს, ცხიმოვან მჟავებს, პოლისაქარიდებს, ნუკლეინის მჟავებს (რნს დნმ) და ა.შ.

მას აქვს გასაოცარი ანტიოქსიდანტური მოქმედება, რის გამოც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლების აზიანებენ უჯრედებს და აჩქარებს დაბერების პროცესს. ხელს უშლის სისმსივნის განვითარებას, ხოლო უკვე ავადმყოფობის შემთხვევაში ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას, რადგან სპობს მათი განვითარებისთვის საჭირო გარემოს.

სპირულინას ფხვნილი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებას. აუმჯობესებს სისხლში ლიპიდეპის ჯანმრთელ რაოდენობას. კვებავს გულს ცხიმოვანი მჟავებით რითაც ხელს უშლის კარდიოლოგიური დაავადებების განვითარებას. ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემას. რის შედეგადაც რეგულირდება არტერიული წნევა. დადებითად აისახება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობაზე.

Facebook კომენტარები