თუ კუჭის ნორმალური ფუნქციონირება დაგერღვათ, მაშინ აუცილებლად უნდა მოამზადოთ ეს ხალხური საშუალებები – ნიორზე არანაკლებ სასრგებლოა მისის ნაფხვენი!

273

თუ კუჭის ნორმალური ფუნქციონირება დაგერღვათ, მაშინ აუცილებლად უნდა მოამზადოთ ეს ხალხური საშუალებები - ნიორზე არანაკლებ სასრგებლოა მისის ნაფხვენი!

კუჭის ნორმალური ფუნქციონირება აძლევს საშუალებას ადამიანს იცხოვროს სრულყოფილი, აქტიური ცხოვრებით.  არასწორი კვება, სტრესი, ჰიპოდენამია ნეგატიურად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის სისტემის მდგომარეობაზე და თუ ეს ფაქტრები მუდმივია, ადამიანი მალევე იგრძნობს, რომ მას კუჭის პრობლემები აქვს: ტკივილები, გულძმარვა ბოყინი, კუჭის შეკრულობა, აპეტიტის დაკარგვა და ნივთიერებათა დარღვევა. ნათელია, კუჭის მუშაობის ნორმალიზება და ჯანმრთელობის აღდგენა შესაძლებელია, თუ შევცვლით ცხოვრების წესს .

ცოტა ხნის წინ მეგობრებთან საუბრისას გავიხსენე ერთი არაჩვეულებრივი ხალხური
საშუალება, რომელმაც თავის დროზე კუჭის ნორმალური მუშაობა აღმიდგინა. ახალგაზრდა, გამოუცდელი დიასახლისი ვიყავი. ერთ დღესაც ძლიერად მოვიწამლე. მე მგონი, რომელიღაც შინაურმა კონსერვმა მომწამლა.. კუჭი ამომირეცხეს და რამდენიმე დღეში ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი, მაგრამ მადა დავკარგე.

ნებისმიერი, სულ ცოტა საკვებიც კი საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა. ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ რაც დრო გადიოდა, კუჭი უფრო და უფრო მაწუხებდა. დედა გატაცებული იყო მცენარეების შეგროვებით და ბევრი ხალხური რეცეპტი იცოდა. მისი რჩევით დავიწყე აბზინდის ნაყენით მკურნალობა.

ვიღებთ 6 სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ აბზინდას, 2 ჩაის კოვზ მიხაკს, 1 ჩაის კოვზ შაქრის ფხვნილს, ვურევთ ერთმანეთში და ვასხამთ 1 ჭიქა არაყს, ვდგამთ სიბნელეში თანდროდადრო ვანჯღრევთ. ვიღებთ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, თითო ჩაის კოვზს. ვაყოლებთ წყალს. სამი კვირის შემდეგ ყველა პრობლემა დამავიწყდა.

ეს რეცეპტი გავიხსენე, როცა მეგობარმა საჭმლის მონელების გაძნელებაზე დაიწყო წუწუნი. მაინცდამაინც არ ენდო ჩემს რეცეპტს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით მაინც ჩაიტარა ერთი კურსი და სამიოდე კვირაში არაჩვეულებრივი ეფექტი მიიღო. ასევე გადასარევია ეს რეცეფტებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ.

ნივრის ქერქის ნაფხვენის დამზადება ადვილია: მოაცალეთ ნიორს ჭუჭყიანი გარეთა ფენა, მომდევნო ფენა კი მოაგროვეთ, გააშრეთ, გაახმეთ და ჩვეულებრივ ყავის საფქვავში დაფქვით.

გახსოვდეთ: დიდი ოდენობით მისი მიღება ყაბზობას იწვევს. მიღება უნდა დაიწყოთ ფრთხილად, თანდათანობით, მაქსიმუმი დღეში 1 ჩაის კოვზია.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა ან 1/2 ჩაის კოვზი დაფქული კამის
თესლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა თაფლიანი წყალი (წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი) და სვით მთელი დღის განმავლობაში.

frenis kompensacia
frenis kompensacia