უნივერსალური ცომის რეცეპტი! ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ…

10978

დაგჭირდებათ:

• 3,5 ჭიქა ფქვილი
• 1 ჭიქა კეფირი
• 200 გრ. მარგარინი
• 2 ც. კვერცხი
• 1 ჩ. კ სოდა

მომზადება:

1. გახეხეთ მარგარინი ან დაჭერით დანით და აურიეთ ფქვილს. დაუმატეთ 1ც. კვერცხი, სოდა და ჩაასხით კეფირი.

2. ცომი მოზილეთ, გაახვიეთ სამზარეულოს პლასტიკურ ქაღალდში და შედეთ მაცივარში 1 საათით.

3. 1 საათში გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაშალეთ და გააბრტყელეთ. შემდეგ გადაკეცეთ და ისევ გააბრტყელეთ. გაიმეორეთ ეს ქმედება 2-3-ჯერ.

4. გაყავით ცომი ორ ნაწილად, ერთი მოათავსეთ საცხობ ჭურჭელში, გაუკეთეთ ნებისმიერი შიგთავსი, დაფარეთ ცომის მეორე ნაწილით, წაუსვით გათქვეფილი კვერცხი. აცხვეთ 200 გრადუს ცელსიუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.

Facebook კომენტარები