რამდენად სწრაფად შეიძლება განიკურნოს ადამიანი წყლულისგან სახლში? სუპერ ეფექტური რეცეპტი!

628

რამდენად სწრაფად შეიძლება განიკურნოს ადამიანი წყლულისგან  სახლში? სუპერ ეფექტური რეცეპტი!

მოგიყვებით, როგორ მომირჩინა მრავალძარღვამ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, შევიტყვე თუ არა ამ რეცეპტის შესახებ, ბევრი აღარ მიფიქრია, მის გამოცდას შევუდექი.

ავიღე ერთი და იმავე ოდენობის მრავალძარღვა და სალბი, წვრილად დავჭერი და ერთმანეთში ავურიე. 1 სადილის კოვზ ნარევს დავასხი 2 ჭიქა მდუღარე წყალი და კიდევ 5 წუთს ვადუღე, შემდეგ 1 საათს დავაყენე და წამალიც მზად იყო.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ზამთრის მიწურულს, როდესაც მოსალოდნელია დაავადების გამწვავება, ვსვამ ნახევარ ჭიქა ნაყენს დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე — ცოტა უფრო მეტს: ნახევარ ჭიქას დღეში სამჯერ.

თუ წამლის მომზადებას მხოლოდ მრავალძარღვასგან აპირებთ, უნდა მოაგროვოთ ფოთლები, გარეცხოთ ცივი წყლით, გააშროთ, დაასხათ ადუღებული წყალი და მაშინვე ამოიღოთ, დააწყოთ ვარცლზე და ოდნავ დაიწრიტება თუ არა, გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა უნდა გაწუროთ.

სიცხეში მოკრეფილ მრავალძარღვას უფრო სქელი წვენი აქვს, ასე რომ, თუ წვენი
სქელი და წელვადი გამოვიდა, ნუ შეშინდებით, დაასხით ერთი იმდენი წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. გამოწურული წვენი ადუღეთ 1 წუთს. მიიღეთ დღეში 4-ჯერ, თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ასევე წყლულის დროს საკმაოდ ეფექტურია ეს შესანიშნავი საშუალება : 

აიღეთ 50 გ  დინდგელი და 0,5 კგ ახალი კარაქი. გაალღვეთ კარაქი ცხელი წყლის აბაზანაში და წამოადუღეთ. დინდგელი დაჭერით წვრილად (შეგიძლიათ, გაყინოთ და წვრილად გახეხოთ). როგორც კი კარაქი დუღილს დაიწყებს, ჩაამატეთ დინდგელი და გადნობამდე ურიეთ (ამას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდება). მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

ეს მასა გააცივეთ, გაწურეთ ორფა დოლბანდში, ჩაასხით მინის ქილაში, კარგად გააცივეთ და მაცივარში შედგით. მიიღეთ კოვზით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. როცა გაგითავდებათ, ახალი ულუფა მოამზადეთ და ასე, ვიდრე სულმთლად არ მორჩებით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia