ეს სამკურნალო ბალახი ბევრი უსიამოვნებისგან გიხსნით – მამაჩემმა შემთხვევით აღმოაჩინა სეირნობისას

935

ეს სამკურნალო ბალახი ბევრი უსიამოვნებისგან გიხსნით – მამაჩემმა შემთხვევით აღმოაჩინა სეირნობისას

ჟუნჟრუკო უბრალო, მოკრძალებული მცენარეა, თუმცა მეცნიერები მას სტელარია მედიას საშუალო ზომის ვარსკვლავს უწოდებენ.

ვინც მას იცნობს, დამეთანხმება, რომ მისი ყვავილები მართლაც ძლიერ წააგავს მცირე ზომის ვარსკვლავებს.

წვიმის შემდგომ სტელარია ბროლის მცენარეს ემსგავსება, რადგან მის ღეროებზე წვიმის წვეთები რჩება და მზეზე ძვირფასი ქვებივით ანათებს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ბევრისგან გამიგონია ჟუნჟრუკოზე, ნეტავ ეს საშინელი სარეველა ამომაძირკვინაო. რა იციან, რომ მას შესანიშნავი სამკურნალო თვისებები აქვს. ჟუნჟრუკოს გამოყენება გვიან შემოდგომამდე შეიძლება, თუმცა ყველაზე მეტად ადრე გაზაფხულზე სჯობს.

იგი აუმჯობესებს გულის მუშაობას, აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და აფერხებს უკვე დაწყებული კატარაქტის პროგრესირებას.

– აიღეთ ჟუნჟრუკო, გამოწურეთ წვენი და ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი დღეში 2-3-ჯერ თი-
თოეულ თვალში დიაბეტური რეტინოპათიისა და კატარაქტის დროს.

სისხლში ჰემოგლობინის დონის ასაწევად ნახარშის სმაა საჭირო, რომელიც ასე მზად-
დება: 2 სადილის კოვზგამომშრალ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთით შემოდგით ნელ ცეცხლზე და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.

ახალმოკრეფილი ჟუნჟრუკო შეგიძლიათ კარგად გარეცხოთ და პირდაპირ მიირთვათ. ნახარში რეკომენდებულია იმ ქალებისთვისაც, რომელთაც კრიტიკულ დღეებში ძლიერი ტკივილები აქვთ.

ასეთ დროს ნახარში უნდა სხვათ ზემოთ მითითებული წესით, ოღონდ დაიწყოთ კრიტიკული დღეების დადგომამდე 2-3 დღით ადრე. გაითვალისწინეთ: საჭმელად
და სამკურნალოდ ვარგისია მხოლოდ მომრგვალოფოთლებიანი ჟუნჟრუკო.

მისი მეორე ნაირსახეობა, რომელსაც ლანცეტისებრი, მოგრძო ფოთლები და გაცილებით დიდი ყვავილები აქვს, შხამიანი და სამკურნალოდ უვარგისია.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები