ამ რეცეპტების შემდეგ სამუდამოდ დაემშვიდობებით ვარიკოზულ ვენებს – აუცილებლად წაიკითხეთ !

565

ამ რეცეპტების შემდეგ სამუდამოდ დაემშვიდობებით ვარიკოზულ ვენებს - აუცილებლად წაიკითხეთ!

ერთ დღესაც შევამჩნიე, რომ ჩემი ქათქათა და მოხდენილი ფეხები ჩალურჯებულმა, დაბერილმა ვენებმა დაფარა. გადავწყვიტე, ხალხური მეთოდებით მემკურნალა.

უამრავი რეცეპტი მოვიძიე, ყველა მათგანი შევათანხმე ექიმებთან და დავიწყე მკურნალობა. შედეგით გაოცებული დავრჩი და მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ცხენისწაბლას ნაყენი

– აიღეთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ყვავილი და ნაყოფი, კარგად დააქუცმაცეთ,
დაასხით 100 მლ არაყი, დადგით გრილ, ბნელ ადგილას ერთი კვირით, დროდადრო შეაჯანჯღარეთ. მიიღეთ 30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე, მიაყოლეთ წყალი.

თხილის ფოთლების ნახარში

– აიღეთ 1 სუფრის კოვზი თხილის ხმელი ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი,
დააყენეთ ჩაისავით და სვით 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

კალანჰოეს ნაყენი

– აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, სანახევროდ აავსეთ კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლებით, შეავსეთ სპირტით ანარყით,ერთი კვირით ბნელ და გრილ ადგილას დადგით, დროდადრო შეანჯღრიეთ.

საღამოობით ამ ნაყენით დაიზილეთ ფეხები ტერფებიდან თეძოებამდე. ტკივილი მალე გაივლის, მაგრამ სისხლძარღვოვანი ბადის გასაქრობად 3-4 თვე დაგჭირდებათ.

ბერულას აბაზანები

ვარიკოზით დაზიანებული ფეხებისთვის არაჩვეულებრივია ბერულას თბილი ნაყენის აბაზანები:

ვედროში ჩაყარეთ 200 გ ხმელი ბალახი, დაასხით ანადუღარი წყალი, შეფუთეთ
და ერთი საათით დააყენეთ. თბილ ნაყენში ჩაყავით ფეხები და ნახევარი საათით გააჩერეთ, თან დროდადრო ჩაამატეთ ცხელი წყალი, რომ არ გაგრილდეს.

ეს პროცედურა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულებისთვისაც, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას.

ავშანი

-აიღეთ ერთი პეშვი ქორფა ცხარე ავშანი, დააქუცმაცეთ და შეურიეთ 0,5ლიტრი მაწონი. ნარევი წაუსვით დოლბანდზე ან რბილ ნაჭერზე და დაიდეთ ფეხებზე, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად არის გამობერილი ვენები.

ფეხები შეაწყვეთ ბალიშზე და დაიფარეთ ცელოფანი. ნახევარი საათის შემდეგ მოიხსენით.

სვია

ერთი სუფრის კოვზი სვიის მარცვალი დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი, 15 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. გაგანიერებულ ვენებზე დაიდეთ სვიის ნახარშში დასველებული დოლბანდი.

პომიდორი

აიღეთ ახალი პომიდორი, დაჭერით რგოლებად და დაიწყვეთ ვენებზე. გაიჩერეთ, ვიდრე წიწკნას არ დაგიწყებთ. შემდეგ მოიშორეთ და ფეხები გრილი წყლით დაიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილი დაცხრება და ლურჯი ლაქები გაქრება.

frenis kompensacia
frenis kompensacia