ჰიმალაის მარილის განმაცვიფრებელი შედეგი თუ 1 თვის განმავლობაში ყოველდღე გამოიყენებთ!

2339

ჰიმალაის მარილის განმაცვიფრებელი შედეგი თუ 1 თვის განმავლობაში ყოველდღე გამოიყენებთ!

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჰიმალაის ვარდისფერი მარილი პირდაპირ ჰიმალაის მთებთანაა კავშირში, ცდებით. მას პაკისტანში, Khewra-ს მარილის საბადოში მოიპოვებენ, რაც ჰიმალაის მთებიდან დაახლოებით 300 კმ-ითაა დაშორებული.
ლეგენდა ამბობს, რომ ალექსანდრე მაკედონელის აზიური ლაშქრობისას მისი ცხენი შემთხვევით მიადგა ვარდისფერი მარილის საბადოებს, თუმცა ამ მარილს ადამიანები მანამდეც, უხსოვარი დროიდან მოიპოვებდნენ და თევზისა და ხორცის ხანგრძლივად შესანახად იყენებდნენ. ძველ ეგვიპტურ და ბერძნულ წყაროებში კი მის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებზეცაა საუბარი.

ვარდისფერი ჰიმალაის მარილი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება, მან შესაძლოა ზღვის მარილიც კი ჩაანაცვლოს. მისი გამოყენება როგორც სამზარეულოში, ასევე უამრავი სხვა მიზნითაა შესაძლებელი. (კოსმეტიკა, თერაპია).

ეს შესანიშნავი პროდუქტი ჰიმალაის მთებიდან მოდის, რომელიც აზიაშია გადაჭიმული. მისი მოპოვება ერთ-ერთ ყველაზე დიდ შახტაში -პაკისტანში ხდება.

ვარდისფერი ჰიმალაის მარილი შეიცავს 84 ბუნებრივ ელემენტს და მინერალს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისთვის, მასში არ არის ქიმიური დანამატები და მთლიანად ნატურალურია.

აი რა მოხდება თუ  1 თვის განმავლობაში საკვებს ჰიმალაის მარილს დაუმატებთ:

1.ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციაში
მარილი და წყალი ეხმარება ორგანიზმს ქსოვილებიდან ტოქსინების გამოდევნაში, რათა შემდეგ თირკმელებმა და ღვიძლმა გაფილტრონ ისინი.

2.არეგულირებს სისხლის წნევას

ვარდისფერი ჰიმალაის მარილი ჩვეულებრივ მარილზე ნაკლებ ნატრიუმის პორციას შეიცავს, ეს ეხმარება ორგანიზმს წნევის დარეგულირებაში.

3.აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას
ვარდისფერი ჰიმალაის მარილი სწრაფად შეიწოვება სისხლში, ეს ეხმარება ორგანიზმს ელექტროლიტების დაბალანსებაში და ეხმარება გონებას ძალების მოკრებაში.

4.აბალანსებს ორგანიზმში pH-ს
ეს ჯანმრთელობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, ვარდისფერი ჰიმალაის მარილი აღგიდგნთ ამ ბალანსს.

ვარდისფერი მარილი მოპოვებულია ბუნებრივი საბადოდან მხოლოდ ხელით და არ განიცდის რაიმე ტიპის ქიმიურ დამუშავებას. შეიცავს რკინას და დაახლოებით კიდევ 84 სახეობის მინერალს. სწორედ ეს მინერალები აძლევენ მას ლამაზ, ვარდისფერ შეფერილობას და განსაკუთრებულ არომატს. ჰიმალაის მარილი საკვებადაც გამოიყენება და საუკეთესო სპა-საშუალებაცაა. მისი აბაზანა ამშვიდებს დაძაბულ კუნთებს დ სასიამოვნო რელაქსაციას იწვევს, აგლუვებს კანს.

განსხვავებით ჩვეულბრივი მარილისაგან, რომლიც ნატრიუმის ქლორიდს წარმოადგენს, ჰიმალაის მარილი კალიუმის ქლორიდს, კალციუმის და სხვა მინერალების მარილებსაც შეიცავს.

ამ ეტაპზე არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომელებიც დაადასტურებდა, რომ ჰიმალაის მარილის გამოყენება ამცირებს ამათუიმ დაავადების განვითარების რისკს ან ზემოქმედებს დადებითად უკვე დაავადებულ ორგანიზმზე.

ჰიმალაის მარილის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ჩვეულებრივი სუფრის მარილისაგან განსხვავებით ის ბუნებრივია, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, ემულგატორებს და მავნე მინარევებს, მიღებულია ეკოლოგიურად სუფთა შახტიდან ხელით, ამიტომ ჯანმრთელობისათვის ამ მხრივ ნამდვილად სასარგებლოა.

frenis kompensacia
frenis kompensacia