თუ გსურთ სახლის პირობებში სწრაფად გაიწმინდოთ მთლიანი ორგანიზმი, მოამზადეთ ეს შარდმდენი საშუალება!

1717

თუ გსურთ სახლის პირობებში სწრაფად გაიწმინდოთ მთლიანი ორგანიზმი, მოამზადეთ ეს შარდმდენი საშუალება!

ადამიანის ორგანიზმი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში დაახლოებით 100 ტონა პროდუქტსა და 40 000 ლიტრ სითხეს გადაამუშავებს. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ამ დროში მსხვილ ნაწლავში 15 კილოგრამამდე მავნე ნივთიერება და ტოქსინი შეიძლება დაგროვდეს, თუ ორგანიზმის დეტოქსიკაციაზე რეგულარულად არ ვიზრუნებთ.

თუ თქვენ ცუდი ნივთიერებათა ცვლა, ხშირი ყაბზობა, თირკმელებთან და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, ჭარბი წონა, კანისა და თმის მდგომარეობის გაუარესება გაწუხებთ, ან სულაც გაქვთ ეჭვი ართრიტზე, ესეიგი თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა არასწორ რეჟიმში მუშაობს.

ყველა ჩამოთვლილი პრობლემის გადასაჭრელად, პირველი, რაც უნდა მოიმოქმედოთ, ორგანიზმის გაწმენდაზე ზრუნვაა. ამ დავალებას ნებისმიერ სააფთიაქო პრეპარატზე უკეთ ართმევს თავს ისეთი იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი პროდუქტი, როგორიც არის ოხრახუში.

სტატიაში შემოგთავაზებთ გამწმენდი სასმელის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ოხრახუში 1 კონა
  • გაფილტრული წყალი 1 ლ.

მომზადების წესი:

წყალი აადუღეთ და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ადუღეთ 20 წუთი, გააგრილეთ და გაფილტრეთ.

მიღების წესი:

სასმელი მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 კვირა. მოამზადეთ უმარტივესი შარდმდენი საშუალება და გაიწმინდეთ ორგანიზმი.

ორგანიზმის გაწმენდა უნდა დაიწყოთ კუჭ-ნაწლავის გაწმენდით, რადგან სწორედ აქ გროვდება მთელი ორგანიზმის “ნარჩენები” და არ დავუშვათ კუჭის შეკრულობა, რაშიც დაგეხმარებათ ზოგიერთი ხალხური საშუალება.

1. ჭამეთ ბევრი ნესვი. თუ ნესვთან ერთად არ მიიღებთ სხვა პროდუქტს, ორგანიზმი საუკეთესოდ გაიწმინდება.

2. დილით, უზმოზე ან საღამოს, ძილის წინ დალიეთ 1 ს/კ მზესუმზირის ზეთდამატებული 1 ჩ/ჭ კეფირი.

3. კვირაში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ ჩვეულებრივი წყლით გაწმენდა. ყოველ 3 საათში ერთხელ სვით 1 ჩ/ჭ წყალი, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

4. კარგად წმენდს ორგანიზმს სტაფილოს, ნიახურისა და კარტოფილის წვენის ნარევი.

5. დღეში 2-ჯერ ჭამეთ თითო ს/კ 300-300 გ ლეღვის, შავი ქლიავის, ჭერმის ჩირის და 100 გ თაფლის ნარევი, შავი პურის ნაჭერი და დააყოლეთ 1 ჩ/ჭ ანადუღარი ცივი წყალი. ნარევი შეინახეთ მაცივარში.

6. დილით აადუღეთ ღამით აღებული წყალი, ჩაასხით 250 გ ბოთლში, გააგრილეთ და უზმოზე დალიეთ ნელ-ნელა, ყლუპობით. ეს იწვევს კუჭის სწრაფად დაცლას. თუ ყოველდღე უზმოზე დალევთ წყალს, ერთი თვის შემდეგ ნაღვლის ბუშტი გაგისუფთავდებათ ქვებისგან, გაიწმინდება თირკმლების სადინარები და მსხვილი ნაწლავი.

7. 1 ჩ/ჭ დაჭრილ ოხრახუშსა და გახეხილ ფესვებს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 დღე-ღამე გააჩერეთ და სვით ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ყოველ დილით 10 დღის განმავლობაში. 2 დღის შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.

8. 3 ს/კ ბრინჯი (უმჯობესია მუქი ფერის) მოწალეთ. დილით დალიეთ 1 ჩ/ჭ წყალი და ნახევარი საათის შემდეგ ჭამეთ ბრინჯი. 4 საათი არაფერი ჭამოთ და არც დალიოთ. პროცედურა გრძელდება ერთი კვირა.

9. მიკროელემენტებითა და ორგანული მჟავებით მდიდარი ვაშლის ძმარი მონაწილეობს რა ნივთიერებათა ცვლაში, საუცხოოდ წმენდს ორგანიზმს. დღეში 3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში, მიიღეთ 1-2 ჩ/კ ვაშლის ძმარი ჩაისთან ერთად (შაქრის ნაცვლად შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი). ერთი თვის შესვენების შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ.

Facebook კომენტარები