ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! რა უნდა შევამოწმოთ, როცა პლასტიკატის ბოთლის წყალს ვყიდულობთ?

17430
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ყველა პლასტიკატი ერთნაირად საშიში არ არის…
პლასტიკატის ბოთლებს ეტიკეტზე ყოველტვის აქვს წარწერა იმის შესაებ, რა ტიპის პლასტიკატით არის ის დამმზადებული. და ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოლოს და ბოლოს, ყველანაირი პლასტიკატი გამოყოფს სხვადასხვა ხარისხის საშიშროების ქიმიკატებს. აი, ნახეთ, მაგალითად:

ნებისმიერი ბოთლი შეიცავს მოცემულიდან ერთ-ერთ ნიშნულს. ისინი კი, აი, რას ნიშნავს:

1. PET ანუ PETE
PET-ები, ანუ ერთჯერადი ბოთლები. ისინი გამოყოფენ მძიმე ლითონებსა და ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებენ.
PET-ი მსოფლიოში ყველაზე მეტად გამოყენებადი პლასტმასის სახეობაა. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ის ერთჯერადი გამოყენებისთვის არის. თუკი თვქენ ასეთ ბოთლში ასხამთ მეორედ წყალს, მზად იყავით, რომ თქვენს ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს დიდი რაოდენობით ბაქტერია, რომლებიც გიჟდებიან PET-ბზე.

2. HDP ანუ HDPE
ეს ძალიან კარგი ხარისხის პლასტიკატია, რომელიც პრაქტიკულად არანაირ მავნებელ ნივთიერებას არ გამოყოფს. სპეციალისტები გვირჩევენ, თუკი ეს შესაძლებელია, შევიძინოთ წყალი სწორედ ასეთ ბოთლებში. ის უსაფრთხოც არის და ეკოლოგიისთვისაც სასარგებლო: თითქმის ყველა ასეთი პლასტიკატი გადამუშავდება.
ეს გახლავთ მკვრივი ტიპის პლასტიკატი, რომელსაც ყველაზე ხშირად რძის, სათამაშოების, სარეცხი საშუალებების შესანახად გამოიყენება.

3. PVC ანუ V
ამ მასალისგან წარმოებული ნივთები, ყველაზე ცოტა, ორი საშიშ ქიმიკატს გამოყოფენ. ორივე უარყოფითად მოქმედებს თქვენს ჰორმონალურ ბალანსზე.
ეს გახლავთ რბილი, მოქნილი პლასტიკატი, რომელსაც, როგორც წესი, მცენარეული ზეთის შესანახად გამოიყენებენ.

4. LDPE
ეს პლასტიკატი გამოიყენება, როგორც ბოთლების, ასევე პლასტიკატის სხვა შეფუთვების დასამზადებლადაც. ის არ გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს წყალში, რომელიც მასში ინახება.
მაგრამ უსაფრთხო ის მხოლოდ წყლის შესანახად არის. სხვა პროდუქტები, რომლებიც მასში ინახება, უმჯობესია, არ შეიძინოთ, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ მიირთმევთ არა მხოლოდ იმას, რაც მასში ინახება, არამედ თქვენი ჯანმრთელობისთვის, კერძოდ კი გულისთვის ძალზედ საშიშ ქიმიკატებს.

5. PP
ეს პლასტიკატი თეთრი ან ნახევრადგამჭვირვალე შეფერილობისაა. ის გამოიყენება სიროფებისა და იოგურტის შესანახად.
პოლიპროპილენი თავისი თერმოგამძლეობისთვის ფასობს. როცა ის ცხელდება, არ დნება. შესაბამისად უსაფრთხოა.

6. PS
ხშირად გამოიყენება ყავის ჭიქებად და სწრაფი კვების კონტეინერებად. გაცხელებისას ის საშიშ ქიმიურ შენაერთებს გამოყოფს.
პლისტიროლი – ეს იაფი, მსუბუქი და საკმაოდ გამძლე პლასტიკატია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება ცხელი საკვებისა და სასმელის შესანახად.

7. PC ანუ პლასტმასი სპეციალური ნიშნების გარეშე
ეს პლასტიკატის ყველაზე საშიში სახეობაა. გამოიყენება წყლის ბოთლებად და საკვებ კონტეინერებად.
პოლიკარბონატისგან დამზადებულ ამ ტარაში კატეგორიულად არ შეიძლება საკვებისა და წყლის შენახვა: ის გამოყოფს ბისფენოლ A-ს – ცნობილი ნივთიერება, რომელიც ანადგურებს თქვენს ენდოკრინულ სისტემას. აქვეითებს ჰორმონ ესტროგენის გამოყოფას.

დაბოლოს, იქამდე, სანამ პლასტიკატის ბოთლში ამა თუ იმ საკვებსა თუ სასმელს შეიძენდეთ, კარგად დაფიქრდით. შუშა მაინც ბევრად უსაფრთხოა.

frenis kompensacia
frenis kompensacia