დღეს შემოგთავაზებთ ბერძნულ რეცეპტს, რომელიც სისხლძარღვებს გაგიწმენდთ. მისი შემადგენელი ყველა ინგრედიენტი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

1530

დღეს შემოგთავაზებთ ბერძნულ რეცეპტს, რომელიც სისხლძარღვებს გაგიწმენდთ. მისი შემადგენელი ყველა ინგრედიენტი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

სისხლძარღვები გულთან ერთად წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის ორგანოთა სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სისხლის მიმოქცევის ორი – დიდი და მცირე – ჩაკეტილი წრის მეშვეობით ადამიანს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, უჯრედებიდან კი ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი დაშლის საბოლოო პროდუქტები გამოაქვს. ცნობილია სამი სახის სისხლძარღვები: არტერიები, კაპილარები და ვენები.

არტერიები

არტერიებს უჯრედებამდე საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიაქვთ. მათი კედლები შედგება შიგნითა – ენდოთელური (ინტიმა), შუა – კუნთოვან-ელასტიკური და გარეთა – შემაერთებელქსოვილოვანი (ადვენტიცია) გარსისგან. მსხვილი არტერიების შუა გარსში ელასტიკური ქსოვილი ჭარბობს, წვრილისაში კი კუნთოვანი, ამიტომ მსხვილი არტერიების სანათურის ცვლილება უფრო გულის მუშაობაზეა დამოკიდებული, ხოლო წვრილი არტერიებისა – უფრო კუნთების ტონუსზე. არტერიების კედელში განლაგებულია ორი ტიპის: სიმპათიკური და პარასიმპათიკური – ბოჭკოები.

კაპილარები

კაპილარები არტერიებისა და ვენების ერთმანეთთან დამაკავშირებელი უწვრილესი სისხლძარღვებია, რომლებითაც მოფენილია მთელი ორგანიზმი. კაპილარების კედლები ერთშრიანი ენდოთელიუმისგან შედგება, რომელსაც გარედან კუმშვადი უჯრედები აკრავს. კაპილარების ინერვაცია სიმპათიკურია. მათი ქსელის განივი კვეთი აორტისას 150-ჯერ (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, 500-ჯერ) სჭარბობს, ხოლო კაპილარების რიცხვი 1-4 მილიარდია. მოსვენებისას კაპილარების მხოლოდ მეოთხედი მუშაობს, დანარჩენები სისხლის მიმოქცევაში მხოლოდ სისხლის გაძლიერებული მოთხოვნის შემთხვევაში ერთვებიან.

ვენები

ვენებს უჯრედებიდან ნახშირორჟანგითა და დაშლის, ცხოველქმედების მავნე პროდუქტებით მდიდარი სისხლი გამოაქვთ. მათ არტერიების მსგავსი აგებულება აქვთ, მაგრამ კუნთებით ღარიბნი არიან. მათი სტრუქტურა მდებარეობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობენ – ზემოთაში თუ ქვემოთაში, ვინაიდან ამ ორ ზონაში მდებარე ვენების აგებულება ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავდება.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 არც ისე დიდი კოჭას ფესვი
  • 4 ლიმონი
  • 4 დიდი კბილი ნივრის
  • 2 ლიტრი წყალი

მომზადება:

პატარა ნაჭრებად დაჭერით ლიმონი და კოჭა. მოათავსეთ ბლენდერში. დაამატეთ ნიორი. მიღებული ნარევი ქვაბში ჩაასხით და დადგით ცეცხლზე. არ აადუღოთ! გადმოდგით ცეცხლიდან და დააცადეთ გაციება. უმჯობესია სასმელი შუშის ბოთლში ჩაასხათ და მაცივარში შეინახოთ.

მიღება:

ყოველი მიღების წინ, ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ. დალიეთ სასმელი უზმოზე, საჭმლის მიღებიდან 2 საათით ადრე. გამოიყენეთ ის სამი კვირის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ. შეგიძლიათ ეს კურსი კიდევ ერთხელ გაიმეოროთ.

Facebook კომენტარები