სახიდან არასასურველი თმის სამუდამოდ მოშორების უძველესი მეთოდი შვრით, თაფლით და ლიმონით!

4713
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

სახეზე თმა არა მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. ბევრი ქალი იტანჯება ამ პრობლემით და უამრავ მეთოდს მიმართავს არასასურველი თმის მოსაცილებლად – სპეციალური კრემები იქნება ეს თუ სხვადასხვა სახის ეპილაცია.
ყველა მათგანს მოაქვს შედეგი, თუმცა არა სამუდამო. ამ საკითხში ყველაზე მეტად აღმოსავლეთის ქალებს “გაუმართლათ”. გენეტიკურად ეს არაესთეტიკური დეტალი მათ სისხლში აქვთ. არსებობს უძველესი რეცეპტი, რომელსაც ლამაზმანებმა საუკუნეების წინ მიაგნეს, შემდეგ კი რატომღაც მიივიწყეს. ეს არის უმტკივნეულო, ბუნებრივი და აბსოლუტურად უვნებელი საშუალება. ასე რომ, ღირს ცდად.

ნიღბისთვის, რომელიც მოგაშორებთ სახეზე ზედმეტ თმას, დაგჭირდებათ:
2 სუფრის კოვზი თაფლი;
1 სუფრის კოვზი შვრიის დაფქული ფანტელი;
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:
1. დაფქვით შვრიის ფანტელი ყავის საფქვავში წმინდად.
2. შეურით დანარჩენი ინგრედიენტები ისე, რომ მიიღოთ ფაფა.
3. მიღებული მასა დაიდეთ იმ ადგილებზე, სადაც გსურთ ზედმეტი თმის მოშორება და გაიჩერეთ 15 წუთი.
4. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
5. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ, ერთ თვეში სახეზე თმა გაგიქრებათ!

ეფექტი მართლაც საოცარი აქვს. ამასთან, გარდა ზედმეტი თმის მოცილებისა, ეს ნიღაბი შეუდარებელია სახის კანისთვის.

frenis kompensacia
frenis kompensacia