ორგანიზმის გაწმენდა ამ საშუალებებით ყველაზე კარგად მოვახერხე სახლის პირობებში!

390

ორგანიზმის გაწმენდა ამ საშუალებებით ყველაზე კარგად მოვახერხე სახლის პირობებში!

ხალხურ მედიცინაში ხორბლის მარცვლის საშუალებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამწმენდი უნიკალური მეთოდი არსებობს. ერთი კვირის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ მოხარშული ხორბალი. შეგიძლიათ, ასევე მიაყოლოთ მას უმი ბოსტნეული, ხილი, ნიგოზი. არ მიიღოთ ცხიმი, შაქარი, ტკბილეული, ალკოჰოლი, ყავა, ჩაი, ხილის წვენი, გაზიანი სასმელები და ლუდი. არც მარილი დაამატოთ მოხარშულ ხორბალს. ხორბალი შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინს. მოხარშული ხორბლის მიღებისას, ორგანიზმში ხვდება ვიტამინების დიდი რაოდენობა, რაც დადებით გავლენას ახდენს არა მარტო ნერვულ სისტემაზე, არამედ კანზე. ხარშვის დროს არ იკარგება B ჯგუფის ვიტამინები. მისი მიღებისას კანი იწმინდება და ელასტიკურობას ინარჩუნებს.

უმჯობესდება თმის ღერის მდგომარეობაც. ხორბლის მარცვალი წმენდს ნაწლავების ლორწოვანას და აუმჯობესებს მის პერისტალტიკას. გაწმენდილი ნაწლავები უფრო კარგად იწოვს საჭირო საკვებ ნივთიერებებს და არ იძლევა ნაწლავებში ლპობის პროცესის განვითარების საშუალებას. უმი ხილი და ბოსტნეული უზრუნველყოფს C ვიტამინის საჭირო რაოდენობას, რადგან მთელი კვირის განმავლობაში რაციონში გამოირიცხება მძიმე, გამაღიზიანებელი საჭმელი და მარილი, ორგანიზმის მთელი გამწმენდი სისტემა, კერძოდ ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და კანი ასწრებს დასვენებას და აღდგენას. ეს კი, თავის მხრივ, კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

გთავაზობთ გამწმენდი პროცედურის წესს: გაარჩიეთ ხორბალი, გარეცხეთ, 6 საათით ჩაალბეთ წყალში. შემოდგით ცეცხლზე და ხარშეთ, სანამ არ დარბილდება. გაწურეთ, დაამატეთ ცოტა თაფლი, ნიგოზი ან თხილი და ქიშმიში. შეგიძლიათ, გემოვნების მიხედვით გახეხილი ბოსტნეული ან ხილი დაამატოთ. მიირთვით დღეში 3-ჯერ.

მნიშვნელოვანი რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ორგანიზმის გაწმენდისას!

1. დალიეთ სუფთა წყალი. ერთ ჭიქას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი. ლიმონის წვენი ასტიმულირებს ღვიძლიდან ტოქსინების გამოყოფას, წყალი კი ამ ტოქსინებს გამოდევნის სისტემის მეშვეობით.

2. მიირთვით ნიორი და ხახვი

სუნის და გამო ბევრს არ მოსწონს ნიორი და ხახვი, თუმცა ღვიძლისთვის ძალიან სასარგებლოა .ხახვი და ნიორი შეიცავს მცენარეულ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ანადგურებს ცხიმს ორგანიზმში დეპოზიტებისგან და ასევე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ბაქტერიებისა და სოკოების აღმოფხვრას.

3. დალიეთ რძე წიწაკით  . ეს კომბინაცია შეიცავს სილიმარინს, რომელიც არა მხოლოდ იცავს ღვიძლის უჯრედებს შხამებისგან, არამედ ხელს უშლის გლუტათიონის (ანტიოქსიდანტი, რომელიც აცილებს ტოქსინებს ღვიძლიდან) განადგურებას. ერთ ჭიქაში ჩაყარეთ მწიკვი წიწაკა.

4. მიირთვით C ვიტამინით მდიდარი ბოსტნეული და ხილი – ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, მარწყვი,  ყვავილოვანი კომბოსტო, ლიმონი, კომბოსტო, ისპანახი, მწვანე ბარდა, ფორთოხალი, გრეიფრუტი, პომიდორი, ჟოლო, ნიახური, პიტნა, ოხრახუში და ა.შ.

5. მიირთვით ბაბუაწვერას ფოთლები ნებისმიერი ფორმით (ჩაი, სალათი, წვენი, წვნიანი და ა.შ.) რა თქმა უნდა, არ უნდა მოკრიფოთ ქალაქის პარკში, თუ თქვენს აგარაკზე ან ეკოლოგიურად სუფთა მდელოზე იმყოფებით, მაშინ სამკურნალო ფოთლების არ შეგროვება აქ ჯობია.

6. ისწავლეთ ინდური კერძების მომზადება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან გემრიელია, არამედ იმიტომ, რომ ინდური სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი კურკუმაა. კურკუმა აცხრობს ორგანიზმში ანთებას და იცავს ღვიძლს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან.

Facebook კომენტარები