ეს მხოლოდ თქვენ არ გაწუხებთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკელების მესამედი იტანჯება უძილობისგან. მაგრამ რატომ?
ამ პრობლემის გამომწვები ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. შესაძლოა, ნერვიულობთ გამოცდაზე, რომელიც მეორე დღეს უნდა ჩააბაროთ, თუმცა, ლოგიკური მიზეზი არ არსებობს, რატომ ვერ ერევა ძილის სურვილი ამ ყველაფერს.
თქვენი უძილობის მიზეზი რაც არ უნდა იყოს, სწორ ადგილას მოხვდით. ჩვენ გთავაზობთ ათ საუკეთესო გზას, რათა ბავშვივით ტკბილად დაიძინოთ.
ადექით და დაკავდით რაიმე საქმით
შესაძლოა, ეს პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ თუ დაწოლიდან 20 წუთის შემდეგაც არ გეძინებათ, ჯობს, ადგეთ.ადექით და გაიარ-გამოიარეთ.წაიკითხეთ რაიმე.გააკეთეთ რამე, რათა არ იფიქროთ იმაზე, რომ ვერ იძინებთ…და შემდეგ, უკვე , სცადეთ დაძინება. ეს კარგი გზაა იმ სტრესის მოსახსნელად, რომელიც დაძინებაში გიშლით ხელს.
დაძინებამდე არ უყუროთ ტელევიზორს
ეს ეხება არა მხოლოდ ტელევიზორს, არამედ სმარტფონებს, კომპიუტერს და ყველაფერს, რასაც გამოსხივება აქვს.შუქმაც კი, რომელიც ამ ეკრანებს აქვთ, შესაძლოა, გამოიწვიოს მელანინის პროდუქტიულობის შემცირება.
ყოველ ღამე, დასაძინებლად დაწექით ერთსა და იმავე დროს
ჩვენ, ყველას გვიყვარს შაბათ-კვირაობით გვიან დაძინება, მაგრამ ეს კარგს არაფერს ნიშნავს. ერთსა და იმავე დროს დაძინება, ყოველ ღამით, გამოიმუშავებს თქვენს ბოილოგიურ საათს. შესაძლოა, ეს ძალიან მკაცრად ჟღერდეს, მაგრამ ის ძალიან კარგად იმოქმედებს ძილის პროცესზე.
შეცვალეთ გარემო, რომელშიც გძინავთ
თქვენი თეთრეული არაკომფორტულია? ლეიბი კი საშინელი? აი, რატომაც არ გეძინებათ ! შეცვალეთ თქვენი საძინებელი გარემო, თუ ამის საჭიროება არსებობს.
საწოლი გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ დანიშნულებისამებრ
რაღა თქმა უნდა, საუზმე ლოგინში ძალიან კარგია, წიგნის კითხვას ბალიშზე კი საოცარი სიამოვნების მოტანა შეუძლია, მაგრამ შესაძლოა, ამ მოქმედებებმა ჩაძინებაში ხელი შეგიშალოთ. რაც უფრო მეტ ისეთ რამეს გააკეთებთ, რაც ძილთან არაა დაკავშირებული, უფრო მეტად გაგიჭირდებათ, ძილზე გადართვა.
შეავსეთ თქვენი ორგანიზმი მელანინით
ყველას გამოგვიცდია, რა განცდაა, როდესაც უკვე ღამის 4 საათია და ხუთ საათში ოფისში უნდა იყო. რადგანაც თქვენი ბიოლოგიური საათი გამორთულია, ტვინში მელანინის მოქმედება შენელებულია, შესაბამისად,ჩაძინება გიჭირთ. საბედნიეროდ, შეგიძლიათ შეიძინოთ მელანინის ნატურალური ნივთირება. იქამდე კი, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს !
აღვირი ამოსდეთ სტრესს
ვიცი, ეს ბევრად იოლია სათქმელად, ვიდრე გასაკეთებლად, მაგრამ შეეცადეთ, გადაჭრათ ყველანაირი კონფლიქტი, თქვენს შიგნით არსებული თუ სხვებთან დაკავშირებული, სანამ დაიძინებთ.თუ რაიმეზე გაბრაზებული ხართ, ეცადეთ, თქვენი ნერვული სისტემა თავად მოიწესრიგოთ. ეცადეთ, თქვენი პრობლემები რაციონალურად გადაწყვიტოთ. ბევრი ადამიანი პოულობს შვებას, დაძინებამდე თავიანთი პრობლემების ფურცელზე გადატანით.სტრესი ძალიან ცუდად მოქმედებს ძილის პროცესზე, ამიტომ მოიშორეთ ყველანაირი დარდი და ისე დაიძინეთ.
ღრმად ისუნთქეთ
ნელი, ღრმა სუნთქვა ძალიან კარგად მოქმედებს ძილის პროცესზე, ეს გამშვიდებთ.
ამოძრავეთ თქვენი დიდი თითები და დაითვალეთ 1000-დან უკან
ეს ალბათ ყველაზე დიდ სისულელედ მოგეჩვენათ, მაგრამ ეს მეთოდი ამართლებს. ის იოგების ერთ-ერთი სავარჯიშოა.დაწექით ლოგინში, გამორთეთ შუქი და ნელ-ნელა ამოძრავეთ დიდი თითები, მანამ სანამ დაითვლით 1000-დან უკან.
გამოიკვლიეთ თქვენი უძილობის მიზეზი
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, შესაძლოა, თქვენთან ახლოს იყოს სამედიცინო ცენტრი, რომელშიც დაგეხმარებიან და გეტყვიან, ზუსტად რა არის თქვენი უძილობის მიზეზი. რაც უნდა გააკეთოთ, არის ის , რომ გაატაროთ ერთი ან ორი ღამე მათ კომფორტულ პალატაში, სადაც გამოგიკვლევენ ტექნიკის საშუალებით.ექიმები დაგაკვირდებიან გვერდითა ოთახიდან. სანამ რომელიმე ცენტრს მიმართავთ, დარწმუნდით, რომ იქ ექიმებს აქვთ უძილობის პრობლემის გამოკვლევის გამოცდილება. ძილის ზოგიერთი ცენტრი მკურნალობს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ძილის აპნოე და უძილობას თვლიან შემდგომ მოსულ პრობლემად, რაც არ დაგეხმარებათ.
თუ მაინც გაქთ უძილობის პრობლემა, კარგი იქნება, ექიმს ესტუმროთ, სანამ რაიმე ახალ მეთოდს სცდიდეთ. თუ სტრესის გამო ვერ იძინებთ, მიაკითხეთ მენტალური ჯანმრთელობის ექიმს.