ჩინური ლიმონურა თაფლით –  შოკისმომგვრელი წამალი: მისი ეფექტი იზრდება, როცა მას სამკურნალო მცენარეებთან ერთად იყენებენ!

195

ჩინური ლიმონურა თაფლით –  შოკისმომგვრელი წამალი: მისი ეფექტი იზრდება, როცა მას სამკურნალო მცენარეებთან ერთად იყენებენ!

ჩინური ლიმონურა თაფლით

გამოიყენება ჩინური ლიმონურას თესლის სპირტზე 70%–იანი ნაყენი. მიიღეთ 20–30 წვეთი სპირტზე ნაყენი, ან 0,5 გრ. ხმელი ნაყოფის ფხვნილი, ჭამამდე 15–30 წთ–ით ადრე 2-3-ჯერ დღეში, ინიშნება, როგორც

მასტიმულირებელი და მატონიზირებელი საშუალება ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის, დეპრესიული მდგომარეობის, ძილიანობის დროს, ასევე მხედველობის გასაუმჯობესებლად. ხოლო თაფლი გამოიყენება სასმელის სახით ჭამის დროს 25-35 გრ. 3-ჯერ დღეში.

ცაცხვის ყვავილის ნაყენი

აიღეთ 10 გრ. ცაცხვის ყვავილი (3 ს.კ.), მოათავსეთ ემალის ჭურჭელში, დაასხით 200 მლ. მდუღარე, დააფარეთ სახურავი და დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე
15 წთ–ით, შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ.

მიღებული სითხე შეავსეთ ადუღებული წყლით 200 მლ.–მდე და გააზავეთ მასში 1 ს.კ. თაფლი. მიიღეთ თბილი სახით
1/2 ჩ.ჭ. 2–3–ჯერ დღეში, როგორც ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება გაცივებით გამოწვეული დაავადებების დროს.

თაფლის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს მის შემადგენლობაზე დაფუძნებული მრავალრიცხოვანი სამდიცინო-ბიოლოგიური: ანტიბაქტერიალური, ანტიანთებითი, ამუნომასტიმულირებელი და ა.შ თვისებები.

თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

თაფლის ბიოგენური სტიმულატორები ამაღლებენ ორგანიზმის ცხოველქმედებას. თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის სიმჟავიანობა.

თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.

თაფლის, მავნე ნივთიერებების გამანეიტრალებელი მოქმედების შედეგადუმჯობესდება ძილი, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.

თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.

Facebook კომენტარები