ჟელატინი შეუდარებელი სახის კანისთვის: 10 საუკეთესო ნიღაბი.

1345

ჟელატინი შეუდარებელი სახის კანისთვის: 10 საუკეთესო ნიღაბი.

ჟელატინი ააქტიურებს თითქმის ყველა მეტაბოლურ პროცესს, რომელიც ხდება კანის დონეზე - ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არბილებს კანს, ათეთრებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს და ასუფთავებს ფორებს.

1. ჟელატინის ნიღაბი კლასიკური რეცეპტის მიხედვით: დაასხით 1 სუფრის კოვზ ჟელატინის ფხვნილს 3 სუფრის კოვზი ცივი წყალი, დაელოდეთ ჟელატინის გასნამდე (დაახლოებით 30-40 წუთი), შემდეგ გააცხელეთ წყლის აბაზანაზე, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ დაიშლება. დააცადეთ გაგრილება ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ დაუმატეთ: ცხიმიანი კანისთვის - 1 სუფრის კოვზი კეფირი და 1 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი; მშრალი კანისთვის - 1 სუფრის კოვზი 20% არაჟანი და 1 სუფრის კოვზი შვრიის ფაფა ან შვრიის ფხვნილი. შეურიეთ ყველა პროდუქტი, უნდა იყოს ფაფის კონსისტენცია და წაისვით გასუფთავებულ კანზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ მოიცილეთ ბამბის ტამპონით.

2. რძის და ჟელატინის ნიღაბი მშრალი კანისთვის. ჟელატინი უნდა იყოს გახსნილი ისე, როგორც ეს წინა რეცეპტშია აღწერილი, მხოლოდ წყლის ნაცვლად დაუმატეთ რძე. აქ არ გჭირდებათ დამატებითი ინგრედიენტები. წაისვით, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

3. ჟელატინის ნიღაბი კანის შავი წერტილებისგან გასაწმენდად. ჟელატინის ხსნარი მზადდება 1.5 სუფრის კოვზი ფხვნილისა და 4 სუფრის კოვზი ცივი წყლისგან. ადროვეთ გახსნა, შემდეგ შეათბეთ წლის აბაზანაზე და გააგრილეთ. ხსნარი წაისვით სახეზე ფუნჯით 2-3 ფენა: ყოველი შემდეგი ფენა წაისვით წინას გამკვრივების შემდეგ. ნიღაბი სახეზე უნდა გაშრეს 20-30 წუთში.  როდესაც სახეზე ჟელატინი კარგად გაშება, ის უნდა აიძროთ სწრადი მოძრაობით. ასე მას გამოყვება შავი წერტილები და ფორებში დაგროვებული ცხიმი.

4. მათეთრებელი ნიღაბი კიტრით. გარეცხეთ და გათალეთ ერთი კიტრი. გახეხეთ წვრილ სახეხზე ან დააბლენდერეთ. მიღებული მასიდან გამოწურეთ წვენი და ამ წვენში გახსენით 1 ს.კ. ჟელატინი. გააგრძელეთ პროცესი როგორც წინა რეცეფტებში. ამის შემდეგ წაივით1-2 ფენა და გაიჩერეთ 20 წუთი.

5. ჟელატინისა და გლიცერინის ნიღაბი ლიფტინგის ეფექტით. მოამზადეთ ჟელატინის ხსნარი 1 სუფრის კოვზი ჟელატინის ფხვნილისა და 3 სუფრის კოვზი წყლისგან. ჟელატინის თბილ წყალში მთლიანად გახსნის შემდეგ დაამატეთ მას 1 სუფრის კოვზი გლიცერინი. გაიჩერეთ 20-30 წუთი კანზე.

6. ჟელატინისა და ალოეს ნიღაბი. ჟელატინის ხსნარი მზადდება 1 სუფრის კოვზი ჟელატინის ფხვნილისა და 3 სუფრის კოვზი წყლისგან და თბება სასურველ "მდგომარეობამდე", დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი, კარგად აურიეთ, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ შედგით მაცივარში ნახევარი საათით. წაისვით კანზე 20 წუთით.

7. მატონიზირებელი ნიღაბი ყავასთან ერთად. ამ ნიღბის მთელი საიდუმლო ის არის, რომ ჟელატინი არ უნდა იყოს წყალში გაჟღენთილი. ჯერ მოამზადეთ ყავა და შემდეგ ჩაყარეთ მასში 1 ს.კ ჟელატინის ფხვნილი. დაელოდეთ გახსნას. შეგიძლიათ სახეზე ყავა-ჟელატინის ნიღაბი წაისვათ ფუნჯით ან ღრუბლით. გაითვალისწინეთ, რომ ის კანზე გამჭვირვალე მოყავისფრო ელფერს ტოვებს - ის ღია რუჯის ჩრდილს ჰგავს. თუ ასეთი ვიზუალური ეფექტები არ გჭირდებათ, ნიღბის შემდეგ სახე წყლით და ლიმონის წვენით გაიწმინდეთ - ისევ გაგითეთრდებათ.

8. მათეთრებელი ნიღაბი ლიმონით. ჟელატინისგან დამზადებულ ნიღაბს ლიმონის წვენით ექნება ორმაგი ეფექტი. ჟელატინის წყალში ჩაყრისას აუცილებლად დაამატეთ 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მომზადების და გამოყენების წესები იგივეა რაც წინა რეცეფტებში.

9. ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ. ჩაყარეთ ჟელატინის ფხვნილი 2 სუფრის კოვზ რძეში და მოამზადეთ. სანამ გაცივდება, ათქვიფეთ ერთი კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ. ნიღაბი საკმაოდ სქელი გამოდის, ამიტომ წაისვით კომეტიკური ხის ან პლასტმასის ბრტყელი ჯოხით. ნიღაბი გააჩერეთ ნახევარ საათამდე, შემდეგ კი მოიცილეთ ხელებით. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილის წყლით.

10. ხილის ნიღაბი ჟელატინით. ჟელატინის ხსნარს შეგიძლიათ დაამატოთ 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი ხილის პიურე. გამოიყენეთ ნებისმიერი ხილი, რაც გაქვთ, მაგრამ შეამოწმეთ რომელია თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი. ბანანი უნივერსალურია, მას აქვს სასარგებლო გავლენა ნებისმიერი ტიპის კანზე. აქ არის რამოდენიმე რჩევა: მშრალი კანისთვის - ავოკადო, გარგარი, ნესვი, მანდარინი, ხურმა; ცხიმიანი კანისთვის - გრეიფრუტი, მსხალი, მარწყვი, მოცვი, წითელი მოცხარი, ჟოლო; ნორმალური და კომბინირებული კანისთვის - ფორთოხალი, ყურძენი, კივი, ატამი.

frenis kompensacia
frenis kompensacia