ჩემ მეუღლეს წლების წინ პროსტატის ადენომა დაუდგინდა. ბევრი მკურნალობის შემდეგ, ხალხურ რეცეპტებს მიაგნობდა თავიც გადაირჩნა.
მეუღლეს 45 წლის ასაკში პროსტატის ადენომის დიაგნოზი დაუდგინეს. ექიმმა უკვე ოპერაციაზე დაიწყო ლაპარაკი. იმ პერიოდში ქრისტესისხლა ყვაოდა, ამიტომ ის წამალი აარჩია, რომელიც აყვავებული ქრისტესისხლასგან მზადდება.
როგორც კი მცენარე აყვავდება, მოაჭერით წვერი (დაახლოებით 15 სმ-ზე), გაატარეთ და ორფა დოლბანდში გაწურეთ, ხოლო წვენი გააზავეთ არყით, თანაფარდობით 1:1.
მკურნალობის პირველ დღეს მესამედ ჭიქა ნადგამ წყალში ჩააწვეთეთ ერთი წვეთი ქრისტესისხლას წვენი და დალიეთ, მეორე დღეს — 2 წვეთი და ასე გაზარდეთ წვეთების რაოდენობა ოცდაათამდე.
მიიღეთ დღეში ერთხელ, დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. როდესაც წვეთების რაოდენობა ოცდაათს მიაღწევს, დაიწყეთ კლება და თითო წვეთობით ერთ წვეთამდე დაიყვანეთ. დოზას არამც და არამც არ გადააჭარბოთ! მკურნალობისას ერიდეთ გაციებას.
პროსტატის ადენომის დროს ექიმები უმეტესად ოპერაციას გვთავაზობენ. იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ოპერაცია საჭირო არ არის რასაკვირველია, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ვიცი სხვა საშუალებებიც, რომლებიც ბაბუამ საკუთარ თავზე მაქვს გამოსცადა.
დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ თითო სუფრის კოვზი წყალზე
დამზადებული პროპოლისის ექსტრაქტი, ძილის წინ კი სწორ ნაწლავში პროპოლისის სანთელი გაიკეთეთ. ასე იმკურნალეთ 2-4 კვირა.
სანთლის დასამზადებლად აიღეთ 40 გრამი დინდგელი, დააქუცმაცეთ, დაასხით 200
მლ სპირტი, გააჩერეთ 10-12 დღე. ბოთლი ყოველდღე შეაჯანჯღარეთ. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ, ვიდრე სპირტი არ აორთქლდება.
დარჩენილ მასაში ჩაყარეთ 2 გრ კაკაო, გულდასმით აურიეთ და სანთლები გამოძერწეთ.
აიღეთ კარგად გარჩეული და გარეცხილი ქორფა ოხრახუში, გამოწურეთ, წვენს დაა-
მატეთ იმავე ოდენობის თაფლი და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ. კარგია პროსტატიტისა და ცისტიტის დროსაც.
კარგი იქნება, თუ პარალელურად მიიღებთ ყვავილის მტვერსაც. 1 ჩაის კოვზი დღეში
3-ჯერ კარგად დაღეჭეთ და ცოტაოდენი წყალი დააყოლეთ.