დღესდღეობით, მოზარდების ნაწილი, წელიწადში 5 000 საათს ატარებს ინტერნეტთან, თანაც ისე, რომ დახრილები არიან ტელეფონისკენ ან ლეპტოპისაკენ.საშუალოდ, ადამიანი, ასეთ მდგომარეობაში, 2-4 საათს ატარებს,მოზრდილები კი – უფრო დიდ ხანს.არ აქვს მნიშვნელობა, კომპიუტერი იქნება ეს, მობილური ტელეფონი თუ პლანშეტური კომპიუტერი.რადგან ნებისმიერი მათგანი მომხმარებლისგან მოითხოვს ისეთ პოზას, რომ თავი და კისერი მოხრილია. ეს ჩვევა იწვევს დიაგნოზს, რომელსაც, დღესდღეობით, უწოდებენ “ტექსტის კისერს”, არაკომფორტულსა და ქორნიკულ ტკივილს კისრის არეში. ის მაშინ მჟღავნდება, როდესაც ხერხემლის ნორმალური სიმრუდე მცირდება და ზოგიერთ ადგილას, შესაძლოა, უფრო წინ გადაინაცვლოს.ადამიანს,იდეალური თვალსაზრისით, უნდა ჰქონდეს 40 გრადუსის დახრილობა ხერხემალში, მაგრამ ზემოხსენებული დაავადების მქონე ადამიანებს დახრილობა აქვთ ხერხემალში აბსოლუტურად მოპირდაპირე მხარეს და ეს საგანგაშო შედეგია ! ამ ტიპის გამრუდება წლების განმავლობაში ვითარდება და მხოლოდ და მხოლოდ გვიანი მოზრდილობის პერიოდში მჟღავნდება.
ვიდეოში ნაჩვენები გოგონა 14 წლის თინეიჯერია, მას ეს დაავადება აწუხებს, რადგან საათობით, მოხრილ მდგომარეობაში იყურებოდა ტელეფონში.ექიმი ეხმარება მას, დაძლიოს ქრონიკული ტკივილი.
ადამიანები უფრო და უფრო ხშირად აკითხავენ ექიმებს კისრის ტკივილის გამო. პრობლემის აღმოსაფხვრელად კი სპეციალისტები პაციენტებს ურჩევენ ფიზიკურ აქტივობას, ვიზიტებს ქიროპრაქტიკოსთან და ცხოვრების სტილის შეცვლას.რათა დაზიანება შორს არ წავიდეს, ექიმები პრაქტიკაში იყენებენ მხრების ვარჯიშებს, რათა გაამაგრონ პაციენტის მხრები, კისერი და უკანა კუნთები. იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას კითხულობთ,გვაქვს რჩევები, რათა თავიდან აიცილოთ ის:
პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იჯდეთ გასწორებული და არ ტელეფონებსა და ლეპოტპებში ყურებისას თავი არ გქონდეთ დახრილი.ამის მაგივრად, ტელეფონი დაიჭირეთ სახის ზუსტად პირდაპირ. არსებობს სპეციალური პროგრამაც კი, რომელიც წითელ გამაფრთხილებელ ნიშანს რთავს, რათა ადამიანებს შეახსენოს, რომ ტელეფონები ზემოთ უნდა ასწიონ.
ასევე, დღის განმავლობაში, ხშირად ადექით და გაიჭიმეთ, ამოძრავეთ მხრები.
ასე, შეძლებთ, თავიდან აიცილოთ “ტექსტის კისერი” და მისი მტანჯველი ტკივილები.
მთავარი ჯანმრთელობა გოგონას კისრის არეში ქრონიკული ტკივილი აწუხებდა. დიაგნოზმა მისი მშობლები შეაშფოთა!