ლიმონიანი წყალის მიღების წესები : შეცდომა, რომელსაც ყოველ დილით მილიონობით ადამიანი უშვებს!

3080

ლიმონიანი წყალის მიღების წესები : შეცდომა, რომელსაც ყოველ დილით მილიონობით ადამიანი უშვებს!

Ჩვენ ყველამ ვიცით ლიმონის  სასარგებლო თვისებების შესახებ. ბევრ ადამიანს აქვს დილის ჩვევა, დალიოს ჭიქა წყალი ლიმონით. ის წარმოუდგენლად სასარგებლოა,  აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და უზრუნველყოფს ენერგიას მთელი დღის განმავლობაში.

ლიმონი მდიდარია მაგნიუმით, სპილენძით და კალიუმით. გარდა ამისა, ის C ვიტამინის საოცარი წყაროა. ერთი ჭიქა ახალი ლიმონის წვენი შეიცავს 187% ვიტამინ C-ს, რაც არის RDA.

თუ ფიქრობთ, რომ ლიმონიანი წყლის სწორად დამზადება  მარტივია,  ცდებით!

ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ამას ზუსტად აკეთებს: წურავთ ლიმონს   ამატებთ ოდნავ თბილ ან ცივ წყალს,  მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის სწორი.

შეცდომა ის არის, რომ ლიმონის ცედრას თითქმის ყველა აგდებს, მაშინ როცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილია!

დღეს წარმოგიდგენთ ლიმონიანი წყლის მომზადების სწორ რეცეპტს:

ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ორგანული ლიმონი.

ლიმონი უნდა დაჭრათ თხელ ნაჭრებად და მხოლოდ რამდენიმე მათგანი გაწუროთ წყალში.

შემდეგ, თქვენ უნდა გახეხოთ წყალში გაწურული ნაჭრების ცედრა. დარჩენილი ნაჭრები ბლენდერში უნდა მოათავსოთ.

შეავსეთ ბლენდერი ადუღებული თბილი ან ცივი წყლით. ახლა თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი საყვარელი სასმელით!

ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ლიმონი მჟავიანობის გამო საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, ლიმონიანი წყალი ხელს უშლის წყლის შეკავებას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ მოამზადოთ ლიმონიანი წყალი და ნახოთ რა სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენი ჯანმრთელობისთვის !

ყველამ ვიცით, რომ ლიმონი პირველი დახმარებაა გაციებისა და ყელის ტკივილის დროს. მას ფართოდ იყენებენ კულინარიაში, ფარმაკოლოგიაში, კოსმეტოლოგიასა და ხალხურ მედიცინაში.

რა სარგებლობა მოაქვს ლიმონს?

• შეიცავს C ვიტამინს და ამაგრებს იმუნიტეტს.
• ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
• თუ დილით გამოფხიზლება გიჭირთ, დალიეთ უზმოზე 1 ჭიქა თბილი წყალი ლიმონით.
• ვიტამინი Р, რომელისაც შეიცავს ლიმონი თრომბოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია.
• ლიმონს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა შეუძლია
• ლიმონის არ მხოლოდ წვენი, კანიც სასარგებლოა. ის ნატურალური ანტისეპტიკია.
• ლიმონის კანში შემავალი ეთერზეთები ამაღლებს გუნება-განწყობას.
• სასუნთქი გზებისა და ყელის ანთებითი დაავადებების დროს სასარგებლოა ლიმონის ყვითელი კანის ღეჭვა (თეთრი გარსის გარეშე, რომელიც მწარეა).
• ლიმონი შესანიშნავად ასუფთავებს ღვიძლს. ამიტომ მის მიღება ს ხშირად ურჩევენ ისეთ პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივად სვამენ ანტიბიოტიკებს.
• ლიმონი ათეთრებს და ამაგრებს ფრჩხილებს. უბრალოდ წაისვით ხელებზე ლიმონი და 2-3 პროცედურაში შედეგსაც დაინახავთ.
• ლიმონი ეფექტურია კოსმეტოლოგიაშიც. ათეთრებს კანს, აქრობს ანთებით პროცესებს და იცავს გამონაყარისგან
• წყალში გახსნილი ლიმონის წვენის გადავლება სასარგებლოა თმისთვის.
• ლიმონის წვენის აბაზანები სასარგებლოა ფეხებისთვისაც. ხსნის დაღლილობას და არბილებს ფეხის კანს.

ამდენი დადებითი თვისების მიუხედავად, ლიმონს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ისინი, ვისაც გასტრიტი და პანკრეატიტი აწუხებს.

frenis kompensacia
frenis kompensacia