დინდგელის წყალხსნარი, რომლის მომზადებაც ყველამ უნდა იცოდეს…

3136

დინდგელის წყალხსნარი, რომლის მომზადებაც ყველამ უნდა იცოდეს…

პროპოლისი არის მუშა ფუტკრების მიერ მცენარეების კვირტებიდან, ფოთლებიდან, ტოტებიდან და ზოგიერთი ბალახიდანაც აღებული ფისისებრი ნივთიერება რომელსაც მცენარეები დაცვის მიზნით გამოიმუშავებენ. შემდეგ ფუტკრები ამ წებოვან ნივთიერებებას გადაამუშავებენ თავისი ზედა ყბის სეკრეტით და უმატებენ სანთელს სხვადასხვა დოზებით.

ასევე დინდგელს ფუტკრები უმატებენ ყვავილის მტვერს მცირე დოზებით. შედეგად იღებენ რთულ ფისოვან ნივთიერებას. მიღებული პროდუქტი არის წებოვანი. ფუტკრები დინდგელს იყენებენ სკაში ღრიჭოების ამოსავსებად. გარდა საშენი მასალისა ასევე ის არის სადეზინფექციო საშუალება. ფუტკრები სანამ თაფლს მოათავსებენ ფიჭაში მას ფარავნ თხელი დინდგელის ფენით მისი დეზინფექციის მიზნით.

ცნობილია, რომ თუ სკაში შეაღწია მავნებელმა (შეიძლება მღრღნელიც იყოს), ფუტკრემი მას თავს ესხმიან და კლავენ თავისი შხამით. შემდეგ მას გარეთ აგდებენ. თუ მოხდა ისე, რომ მისი გადაგდება ფუტკრების ძალებს აღემატება. ასეთ შემთხვევაში მას ფარავენ პროპოლისით და სანთლით. ეს იცავს სკას ბაქტერიებისგან და მავნებლის სხეული აღარ იხრწნება წლების განმავლობაში.

პროპოლისს აქვს მომწარო გემო. აქვს თაფლის და სანთლის სუნი. ის შეიძლება იყოს ოქროს ფერი, ყავისფერი ან მუქი მწვანე და ა. შ. მისი ფერი დამოკიდებულია იმ მცენარეებზე რომლისგანაც მას იღებენ ფუტკრები.

პროპოლისის ქიმიური შემადგენლობა

პროპოლისში არის ათეულობით სხვადასხვა ნივთიერება და ნაერთი. ისინი იყოფა 4 ჯგუფად: 1) ფისები, 2) ბალზამები, 3) ცვილი, 4) ზეთები. მასში არის 30% – მდე ცვილი, მცენარეული ფისოვანი ნივთიერებები – 50-55%, ეთერ ზეთები – 8-10%, 5-10% სხვა ნაერთები. ასევე ის შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, გოგირდს, ქლორს, რკინას, ალუმინს, ვანადიუმს, თუთიას, მანგანუმს, სპილენძს, სილიკონს, სელენს, ცირკონიუმს, ფთორს, სტიბიუმს, კობალტს, სტრონციუმს და სხვა აუცილებელი მიკროელემენტებს.

ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით სხვადასხვა ვიტამინებს: B1, B2, B6, A, E, ნიკოტინმჟავა და ა. შ.

ასევე ცოტა აზოტოვან ნივთიერებებს – ცილებს და ამინომჟავებს როგორიცაა გლუტამინის, ცისტეინის, მეთიონინის, სერინის, გლიცინის, ტრეონინის, ალანინის, ლიზინის და სხვა მჟავებს.

თერმოსში ჩაასხით 100 მლ ანადუღარი, 50 გრადუსამდე გაგრილებული წყალი, დაამატეთ 10 გ დაქუცმაცებული პროპოლისი და 24 საათი გააჩერეთ.

მიიღებთ მოყვითალო-მოყავისფრო გამჭვირვალე სურნელოვან სითხეს, რომლის შენახვაც რეკომენდებულია სიგრილეში არა უმეტეს 7 დღისა.

პროპოლისის წყალხსნარს სპირტხსნართან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როცა სპირტხსნარის მიღება რეკომენდებული არ არის: ორსულებში, სპორტსმენებში, მძღოლებში. სჯობს ახალი მომზადებული ხსნარი გამოიყენოთ. ხოლმე.

სამედიცინო ეფექტი:

პროპოლისის წყალხსნარი აძლიერებს სპეციფიკურ და არასპეციფიკურ იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს დისბაქტერიოზისგან, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობისას ვითარდება ხოლმე, ასტიმულირებს ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემებს.

აქვს ძლიერი ანტიმიკრობული და ბაქტერიოციდული მოქმედება, ანადგურებს ტუბერკულოზის, დიფთერიისა და დიზენერიის ჩხირებს, სტაფილოკოკებს.

გარდა ამისა, წყალხსნარს აქვს ანტივირუსული მოქმედება და მოქმედებს ინტერფერონის მსგავსად გრიპის,.ჰეპატიტის, ჰერპესის ვირუსების წინააღმდეგ.

პროპოლისის წყალხსნარს აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და ეფექტიანია ასპერგილოზის, კანდიდამიკოზის, ლიქენის დროს.

ეს ხსნარი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას და აქვს ანტისკლეროზული მოქმედება, ასევე ჭრილობის შემახორცებელი და ეპითელიზაციის დამაჩქარებელი
ეფექტი, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასაწმენდად, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, აღადგენს ღვიძლის უჯრედებს ჰეპატიტის შემდეგ.

ასევე ნაჩვენებია მისი მიღება გუსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ჰიპერტენზიის, კარდიოდისტროფიის, სტენოკარდიის, იშემიის დროს.

საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა პროპოლისის გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და დიაბეტის დროს.

თუ 1 სუფრის კოვზ წყალხსნარს გახსნით 1 ლიტრ წყალში და მიიღებთ დღის განმავლობაში, შესანიშნავად მოხსნით ალკოჰოლური ინტოქსიკაციას.

გამოყენება:

დინდგელის წყალხსნარი და წყლიანი ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3-5-ჯერ,
1,2 ან 3 სადილის კოვზი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.

მკურნალობის კურსი, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და არსებული დაავადების ფორმის შესაბამისად, ერთიდან სამ თვემდეა.

პროპოლისის წყალხსნარის მიღება მუდმივად შეგიძლიათ, რადგან ასეთი დოზით ის ტოქსიკურ ეფექტს არ ავლენს.

Facebook კომენტარები