თურმე რატომ უნდა დაასველოთ თხილი მოხმარებამდე. ის, რაც აქამდე არ იცოდით

2826

თურმე რატომ უნდა დაასველოთ თხილი მოხმარებამდე. ის, რაც აქამდე არ იცოდით

ცოტამ თუ იცის, რომ მშრალი თხილი შეიცავს ფერმენტების ინჰიბიტორებს-სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც ანელებს გადამუშავების პროცესს. ყველა აქტიური ნივთიერება ,,იღვიძებს“ თხილის სველ გარემოში მოთავსებისას. ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და გაითვალისწინეთ!

თხილს უამრავი სამკურნალო პრეპარატის ჩანაცვლება შეუძლია და არამხოლოდ იმიტომ, რომ ეგზოტიკურია. ზოგიერთი სახეობა, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთულია, თუმცა, აბსოლუტურად ყველა თხილი რეკომენდებულია ექიმების მიერ, ყოველდღიურ რაციონში ჩასართავად.

თხილეული არამხოლოდ მსუყე და გემრიელი სასუსნავი, არამედ უამრავი სერიოზული დაავადების(კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დემენციის, ალცჰაიმერის) პროფილაქტიკაცაა.

თხილის სასარგებლო თვისებები

ყველა სახეობის თხილს გააჩნია რიგი სასარგებლო თვისებები ორგანიზმისთვის: ის აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს გულის გამძლეობას და გამოდევნის ქოლესტერინს. თუმცა, თხილის მოხმარებისას სიფრთხილის ნორმები უნდა დაიცვათ, ნებისმიერი სასარგებლო პროდუქტის დიდი რაოდნეობით მიღება ორგანიზმისთის მომწამვლელი შხამივით არის. იდეალური დღიური დოზა- ერთი მუჭა თხილია.

ყველა თხილი განსაკუთრებულია (თხილისებრთა ოჯახის წამრომადგენლები), აუცილებელია იცოდეთ ისიც, თუ რამდენი ხანი უნდა ჩაალბოთ სითხეში მოხმარებამდე.

  • კაკალი-8 საათით
  • ნუში- 12 საათით
  • მაკადამიას კაკალი-4 საათით
  • კედრის თხილი-8 საათით
  • თხილი-8 საათით
  • მიწისთხილი-1-2 საათით

თხილი გამოიყენება ქრონიკული დაღლის, დიაბეტის, ჰიპერტონიისა და სიმსუქნის დროს, როგორც დამხმარე საშუალება. ასი გრამი ნიგოზი შეიცავს 64,0 გრამ ცხიმს, 14,7 გრამ ცილას, 13,8 გრამ ნახშირწყლებს, 1,9 გრამ მინერალურ ნივთიერებებს, 2,8 გრამ ვიტამინებს. მისი ენერგეტიკული ღირებულება კი 698 კილოკალორიაა.

ნიგოზი თავისი კალორიულობით ცხოველური წარმოშობის ბევრ პროდუქტს არ ჩამოუვარდება, მაგალითად, ძროხის ხორცს. როგორც დამხმარე საშუალება, გამოიყენება სისხლნაკლებობის, დერმატიტის, ნერვული აშლილობის, მომეტებული ქოლესტერინისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.

ასი გრამი ნუში შეიცავს 54,2 გრამ ცხიმს, 18,7 გრამ ცილებს, 16,8 გრამ ნახშირწყლებს, 3,0 გრამ მინერალურ ნივთიერებებს, 6,2 გრამ ვიტამინებს. ენერგეტიკული ღირებულება კი 640 კილოკალორიაა. ნუში, როგორც დამხმარე საშუალება, გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი შემცველობის, ჰიპერტონიის, ონკოლოგიური დაავადებების, სიმსუქნის, კუჭის წყლულებისა და თვალის დაავადებების დროს.

ასი გრამი მიწის თხილი ანუ არაქისი, შეიცავს 48,8 გრამ ცხიმს, 26,0 გრამ ცილებს, 8,6 გრამ ნახშირწყლებს, 12,8 გრამ მინერალურ ნივთიერებებს, 0,48 გრამ ვიტამინებს. ენერგეტიკული ღირებულება კი 571 კილოკალორიაა. არაქისის მცირე რაოდენობა მაძღრობის შეგრძნებას დიდი ხნით გვინარჩუნებს.

Facebook კომენტარები