ჯანმრთელი ღვიძლი ჯანმრთელი ორგანიზმის საწინდარია. ნახეთ რა უნდა გააკთოთ ამისთვის
ღვიძლი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა თქვენს ორგანიზმში და საჭმლის მომნელებელი სისტემის მნიშვნელოვანი ორგანოა. ყველაფერი, რასაც მიირთმევთ ან სვამთ, მედიკამენტების ჩათვლით, ღვიძლის დახმარებით სინთეზირდება მომნელებელ სისტემაში. ამიტომაც აუცილებელია, რომ მას კარგად მოვუფრთხილდეთ, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები სწორად შეასრულოს.
ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია, რომელიც ორგანიზმში გვაქვს. იგი მუცლის ღრუს მარჯვენა ნაწილში მდებარეობს და ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, სისხლის გაწმენდას. გამოყოფს სითხეს, ნაღველს, რომელიც გეხმარებათ საკვები ნივთიერებების სინთეზში და ამასთანავე ინახავს შაქარს, სახელად გლუკოზას, რომელიც სწრაფად გაწვდით ენერგიას საჭიროების შემთხვევაში.
ღვიძლის მოვლას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. იგი უბრალოდ თქვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული და მასთან ერთად მოქმედებს. თუ მისი ფუნქციები დაირღვევა, იგი მთელს სისტემაზე ცუდად იმოქმედებს და გამოიწვევს მონელების პრობლემებს, თავის ტკივილს, გადაღლილობას, სტრესსა და იმუნური სისტემის დასუსტებას.
ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეინარჩუნოთ ღვიძლის ჯანმრთელი მდგომარეობა, რათა თვენს ორგანიზმს არ შეექმნას პრობლემები.
არ დალიოთ ბევრი ალკოჰოლური სასმელი
ალკოჰოლის დიდი რაოდენობა ღვიძლის უჯრედებს შლის და აზიანებს, შეიძლება გამოიწვიოს მისი შეშუპება და ნაწიბურების წარმოქმნა, რომელსაც ციროზი ჰქვია და მომაკვდინებელიც კია.
მიირთვით ჯანსაღი საკვები და ივარჯიშეთ რეგულარულად
სწორი კვებით თქვენ გააკონტროლებთ წონას და არ გამოიწვევთ ღვიძლის გაცხიმოვანებას, რომელიც ასევე ცეროზის განვითარებას უწყობს ხელს. ღვიძლის მოვლისა და მკურნალობისთვის საუკეთესოა ნატურალური საშუალებები. თუ გიყვართ ჩაი, მიირთვით მწვანე ჩაი, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც თქვენს ღვიძლს, ისე - ორგანიზმს. საკვები, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, იცავს თქვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც აზიანებენ საღ უჯრედებს და იწვევენ სერიოზულ დაავადებებს. ანტიოქსიდანტების შემცველი საჭმლის მიღება დაგეხმარებათ ამის თავიდან აცილებაში. ანტიოქსიდანტებს შეიცავს: ვაშლი, მარწყვი, თხილი, ლობიო და სხვა.
თუ ღვიძლის დაზიანების თავიდან არიდება გვსურს, აუცილებელია რეგულარულად საჭირო ზომების მიღება.
ადამიანებს, რომელთაც ღვიძლის გაწმენდა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ხშირად აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: თავის ქრონიკული ტკივილი, ყაბზობა, კანის არაჯანსაღი ფერი, ყვითელი წრეები თვალების გარშემო, რეგულარულად ღებინების შეგრძნება, სიმძიმის განცდა მუცელში და შებერილობა.
თუ პირის ღრუში ხადნდახან მეტალის გემო გაქვთ, ხშირად გაწუხებთ დაღლილობა, რომელსაც ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება, აუცილებლად იზრუნეთ ღვიძლის გაწმენდაზე, რათა პრობლემამ გაცილებით რთული და მწვავე ფორმა არ შეიძინოს.
დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე სასმელს, რომლებიც მართლაც უებარი საშუალებია. ჩემმა გარშემომყოფებმა ბევრჯერ გამოიყენეს და არიან ძალიან ჯანმრთელები.
3 საუკეთესო სასმელი ღვიძლის ბოლომდე გასაწმენდად
1. გვირილის ჩაი
ოამზადეთ ერთი ფინჯანი გვირილის ჩაი ყოველ საღამოს და მიირთვით დაძინებამდე 30 წუთით ადრე. გარდა ღვიძლის გაწმენდისა და მისი მუშაობის გაუმჯობესებისა, მოცემული სასმელი შეგიწყობთ ხელს ხარისხიანად გამოძინებაში, გაგიწმენდთ ნაწლავებს და დაგირეგულირებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
2. ჯანჯაფილი და ლიმონი
აადუღეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი და თხელ რგოლებად დაჭრილი ნახევარი ლიმონი. დააყოვნეთ სასმელი 5 წუთით და მიირთვით ის თბილ მდგომარეობაში. ღვიძლი ბოლომდე რომ გაიწმინდოთ და საგრძნობლად შეიმციროთ ცხიმოვანი ფენები პრობლემურ ზონებში, მიირთვით ეს სასმელი ყოველ საღამოს 2 კვირის განმავლობაში.
3. ქიშმიში
დაგჭირდებათ 2 ჩაის ჭიქა წყალი და 150 გრამი ქიშმიში. წყალი მიიყვანეთ დუღილამდე, დაუმატეთ მოცემული რაოდენობით მუქი ფერის ქიშმიში და ხარშეთ ის 20 წუთის განმავლობაში. ნახარში დააყოვნეთ მთელი ღამით, მეორე დილას გადაწურეთ და მიირთვით უზმოზე. კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა.