კურკუმისა და კიტრის  იდეალური ნიღაბი გლუვი და უნაკლო სახის კანისთვის – 100 %-იანი შედეგი სულ რაღაც ერთ კვირაში ! 

171

კურკუმისა და კიტრის  იდეალური ნიღაბი გლუვი და უნაკლო სახის კანისთვის - 100 %-იანი შედეგი სულ რაღაც ერთ კვირაში ! 

Ყველამ იცის, რომ კიტრი ჩვენი სილამაზის განუყოფელი ნაწილია მისი ეფექტური დამატენიანებელი და გამაგრილებელი ეფექტის გამო. ის ასევე გეხმარებათ კანის გაღიავებაში, გარუჯვისა და ნაოჭების გაქრობის უნარით, გარდა იმისა, რომ განიჭებთ მბზინავ ფერს. კიტრი შეიცავს შემკვრელ ნივთიერებებს და არის კანის შესანიშნავი ტონერი.

თქვენი კანი უფრო მშვენიერი იქნება, ვიდრე ოდესმე, როცა კიტრსა და კურკუმას შეურევთ. ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ  კურკუმა არის ძლიერი ინგრედიენტი კანის ტონის შესანარჩუნებლად და კანის გაახალგაზრდავებისთვის.

შეიცავს ბევრ ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ თვისებებს, ამიტომ თქვენი სახის ნიღაბი იქნება შესანიშნავი. დაგჭირდებათ 2 ინგრედიენტი: კიტრი და კურკუმა.

კიტრი ატენიანებს კანს 

კიტრის ექსტრატი 95%-ით წყლისგან შედგება, რის გამოც ის  კანის მოვლის პროდუქტების იდეალურ ინგრედიანტს წარმოადგენს როგორც მშრალი კანისთვის, ასევე კანისთვის, რომელიც დატენიანებას მოითხოვს. ამასთან, კიტრის ექსტრაქტი ხელს უწყობს კანის ტონის გაღიავებას და ანიჭებს მას ბზინვარებას. ყოველმხრივ სასარგებლოა!

კიტრი შეიცავს სასარგებლო ნუტრიენტებს და ანტიოქსიდანტებს 

კიტრში არის მაგნიუმი, კალიუმი, ბიოტინი, ვიტამინები А და В1, რომლებიც უზრუნველყოფენ კანისა და თმის დატენიანებას, ანიჭებენ სიმკვრივეს, იცავენ გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან. კიტრის წვენი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია კანის აღდგენა და პიგმენტაციის შემცირება.

ქერქს გააჩნია გამაძლიერებელი თვისება და ხელს უწყობს კანისთვის სიმკვრივის მინიჭებას. ხოლო ანტიოქსიდანტი ყავის მჟავა ანტიასაკობრივი თვისებებით ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს.

კურკუმა შეიცავს ვიტამინებს – B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K; მინერალურ ნივთიერებებს: თუთია, სელენი, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი. ასევე შეიცავს ეთერზეთებს, ბუნებრივ საღებავებს, კურკუმინს – ერთ-ერთ საუკეთესო ანტიბიოტიკსა და ანტიოქსიდანტს.

ბლენდერში მოათავსეთ 1/2 კიტრი, შემდეგ დაუმატეთ  1/2 ჩაის კოვზი დაფქული კურკუმა და ათქვიფეთ.  კანის გასაოცარი ნიღაბი მზად არის. წაისვით ნიღაბი და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი სუფთა წყლით.

კურკუმამ შესაძლოა კანი გააყვითლოს, ამიტომ  უმჯობესია ამ ნიღბის გამოყენება ღამით ძილის წინ. წაისვით ეს ნიღაბი სახეზე კვირაში რამდენჯერმე, თუ გსურთ სწრაფად ნახოთ შესანიშნავი შედეგი.

frenis kompensacia
frenis kompensacia