80  წლის ვარ და საავადმყოფო ჯერ არ დამჭირვებია –  რეცეპტები კუჭის წყლულის სამკურნალოდ ! 

13814

80  წლის ვარ და საავადმყოფო ჯერ არ დამჭირვებია -  რეცეპტები კუჭის წყლულის სამკურნალოდ ! 

როგორც კი მრავალძარღვა პირველ ფოთლებს გამოიღებს, მოაგროვეთ (ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში), გარეცხეთ, გააშრეთ, გაატარეთ ხორცსაკეპში. ერთად ფენა-ფენა ჩააწყვეთ მშრალ მინის ქილაში.

შეავსეთ ქილა პირამდე, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და სამი თვით მიწაში ჩაფალით. შემდეგ წვენი დოლბანდში კარგად გაწურეთ, მიღებული ვაჟინი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და გააჩერეთ შიგ წყლის ადუღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში.

შემდეგ ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში. ეს წამალი უნდა მიიღოთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, დღეში ერთხელ, სამი, თვე.

– 100 გ კოთხუჯის ფესვებს დაასხით 500 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი. დადგით 2 კვირა,
გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 15-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 1 თვე. აჯობებს, თუ უწყლოდ დალევთ.

ნაყენს იყენებენ დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ფაღარათის დროს. იგი შედეგიანია ქოლეცისტიტის, ღვიძლის ანთების და თირკმელში კენჭის დროსაც. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

უმი კომბოსტო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული მასა გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

– 1 ს/კ კარაქი, 1 ს/კ სპირტი, 1 ს/კ სუფთა თაფლი. დილით, უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე, მიიღეთ იმ თანმიმდევრობით, როგორითაც ჩამოთვლილია. შემდეგ მიირთვით ნებისმიერი საკვები. მკურნალობის კურსი 1 თვეა.

– 10 გ დაქუცმაცებულ დინდგელს დაასხით 100 გ სპირტი, ჩაასხით მუქ ბოთლში. შეინახეთ ბნელ, მშრალ ადგილას 10 დღე. შეანჯღრიეთ დღეში რამდენჯერმე. დოზა: 1 ჩ/კ ნაყენი გახსენით 1/2 ყავის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში სამჯერ, სასურველია, უზ-
მოზე, ჭამამდე 20-25 წთ-ით ადრე.

თუ ტკივილი გაგიგრძელდათ, დასაწყისში ჭამის შემდეგ მიიღეთ და მოგვიანებით შეცვალეთ მიღების წესი. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვეა.

ტუხტის (ალთეს) ფესვები დაანამცეცეთ. 2 ს/კ-ზე დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
ადუღეთ. 30 წუთი დაბალ ცეცხლზე გააცივეთ. გაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის დროს.

მიირთვით ნატურალური თაფლი საუზმემდე 1,5 საათით ადრე 30 გრამი, სადილამდე
2 სთ-ით ადრე 40 გრამი, ვახშმიდან 3 საათის შემდეგ კი 30 გრამი. მკურნალობის კურსია 15-20 დღე.

- ნიახურის ნაყენი (2 ს/კ დანამცეცებულ ძირებიან ნიახურს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე
წყალი, დადგით 2 სთ, გადაწურეთ) მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

100-100 გრამი კარაქის, კაკაოსა და თაფლის ნარევს დაამატეთ 50 გრამი ალოეს წვენი.

ნელ ცეცხლზე დაადნეთ, კარგად მოურიეთ და თავდახურული მინის ქილით შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia