Როგორ შევაჩეროთ ყაბზობა ქლიავით, კამის თესლითა და სელით ?! შესანიშნავი მეთოდი!

262

Როგორ შევაჩეროთ ყაბზობა ქლიავით, კამის თესლითა და სელით ?! შესანიშნავი მეთოდი!

ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობას ნაწლავთა მოქმედება–დეფეკაცია დღე-ღამეში 1-2–ჯერ აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს.

ჩვეულებრივ, შეკრულობად ითვლება ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით, შესაბამისად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.

ყაბზობისთვის, შეკრულობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ნაწლავების შემცირებული მოქმედება;
  • დაძაბვის მოთხოვნა ნაწლავთა მოქმედებისას;
  • მკვრივი ან მცირე ოდენობის განავალი;
  • სწორი ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება;
  • მუცლის ტკივილი.

პაციენტი ასევე შეიძლება უჩიოდეს შემდეგ სიმპტომებს:

  • მუცლის შებერვა;
  • მუცლის ყურყური;
  • დეფეკაციისას დაუცლელობის შეგრძნება;
  • ზოგჯერ საერთო სისუსტე;
  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • მადის დაქვეითება;
  • ბოყინი;
  • გულისრევა, რაც ნაწლავში შიგთავსის დაყოვნების გამო ტოქსინების შეწოვითაა განპირობებული.

Საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ამ მდგომარეობის კონტროლს უწყობს ხელს. მათ შორის არის ქლიავის, კამის თესლისა და სელის კოქტეილი, რომელიც დამამშვიდებელი თვისებების წყალობით ამ პრობლემას უსაფრთხოდ აკონტროლებს.

ქლიავის სარგებელი

ქლიავი შეიცავს  უხსნად ბოჭკოს მნიშვნელოვან რაოდენობას, რაც ხელს უწყობს განავლის  გამოყოფის გაადვილებას.  იგი ასევე შეიცავს ხსნად ბოჭკოს, რომელიც ორგანიზმში შეწოვისას აუმჯობესებს ნაწლავის მოძრაობას და ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის (LDL) შემცირებას. ქლიავი დაბალკალორიულია და მისი მინერალური შემცველობის წყალობით არის  ანთების საწინააღმდეგოდ და სითხის შემაკავებელი.

კამის სარგებელი

კამა, კონკრეტულად კი მისი თესლი, არის საჭმლის მომნელებელი და ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტი, რომელიც პოპულარულია როგორც დანამატი ყაბზობის შესამსუბუქებლად.
მისი აქტიური ნაერთები ხელს უწყობს ნაწლავის მოძრაობის გაუმჯობესებას ნარჩენების გამოდევნით.  ამცირებს მუცლის ტკივილს და ხელს უშლის გაზების ჭარბ წარმოქმნას.

სელის თესლის სარგებელი

ლორწოს მაღალი შემცველობის გამო, სელის თესლი კლასიფიცირებულია, როგორც საჭმლის მომნელებელი პრობლემების შესანიშნავი საშუალება. ეს ნივთიერებები ქმნიან ჟელატინის პასტას, რომელიც ხელს უწყობს განავლის დატენიანებას, რაც აადვილებს ნაწლავებში გავლას. იგი  აუმჯობესებს ნაწლავის მოძრაობას, რაც მთავარია ნარჩენების მოსაშორებლად.

Როგორ მოვამზადოთ ეს კოქტეილი?

საჭირო ინგრედიენტები:

  • 6 დიდი ქლიავი
  •  1 ჩაის კოვზი კამის თესლი (5 გ)
  • 2 სუფრის კოვზი გაჟღენთილი სელის თესლი (20 გრ)
  •  1 ჩაის კოვზი გაჟღენთილი კანაფის თესლი (5 გრ)
  • 1 ჭიქა წყალი (250 მლ)

მომზადების წესი:

ცალკე წყლით სავსე ჭიქაში დაალბეთ სელის და კანაფის თესლი,  დატოვეთ მთელი ღამე. მეორე დღეს ქლიავი მოხარშეთ ჭიქა წყალში და როცა ადუღდება, დაუმატეთ კამის მარცვლები.
მოხარშეთ ინგრედიენტები 10 წუთის განმავლობაში. დაელოდეთ სანამ ყველაფერი გაცივდება და ჩაასხით შიგთავსი ბლენდერის თასში. დაუმატეთ თქვენ მიერ დასველებული თესლი და აურიეთ მაღალ სიჩქარეზე.

მოხმარების წესი: მიირთვით ცარიელ კუჭზე ზედიზედ მინიმუმ 5 დღე.

Facebook კომენტარები