3 ეფექტური მეთოდი, რომლის დახმარებითაც გულძმარვას სამუდამოდ დაემშვიდობებით

5443

გულძმარვა არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან წარმოიშობა. დადგენილია, რომ გულძმარვის მიზეზია საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით. ეს პრობლემა ძალიან ბევრს აწუხებს და მკურნალობას მოითხოვს.

თუ გულძმარვა იშვიათად გაწუხებთ, წამლების მიღება არ ღირს. გამოიყენეთ ხალხური მეთოდები, ოღონდ სწორად და ზომიერად.

1. გვირილას ჩაი
გვირილას ჩაი, ორგანიზმში და კუჭში სიმჟავეს ამცირებს. მდუღარე წყალში დაამატეთ 2–3 ს/კ ხმელი გვირილა. რეკომენდირებულია, დღეში 2–3 ჭიქა ჩაის მიღება.

კოჭა
სამედიცინო ორგანიზაციის National Heartburn Alliance– ის სპეციალისტები, გულძმარვის დროს კოჭას მიღებას გვირჩევენ. თუმცა დოზა მკაფიოდ განსაზღვრული უნდა იყოს– დღეში 2–4 გრამი. შეგიძლიათ კოჭას ჩაი გააკეთოთ, ან ფესვი დაღეჭოთ.

სოდა
გულძმარვის სიმპტომების ნეიტრალიზაციისთვის სოდა საკმაოდ კარგი საშუალებაა. ერთ ჭიქა წყალში დაამტეთ ½ ჩ/კ სოდა და ეს ნარევი დალიეთ. სოდა სიმჟავეს ანეიტრალებს.

ეს მეთოდები გულძმარვის სიმპტომების გაქრობაში დაგეხმარებათ, თუმცა, თუ ეს პრობლემა ხშირად გაწუხებთ, ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ.

Facebook კომენტარები