Კალანხოე: “ოჯახის ექიმი” და  “სიცოცხლის ხე” –  გაგიზიარებთ აქამდე უცნობ სამკურნალო რეცეპტებს

745

Კალანხოე: “ოჯახის ექიმი” და  “სიცოცხლის ხე” –  გაგიზიარებთ აქამდე უცნობ სამკურნალო რეცეპტებს

კალანხოეს წვენში აღმოჩენილია ფლავონოიდები, ტანინები, ვიტამინი C, პოლისაქარიდები, მრავალი ორგანული მჟავა, ასევე მინერალური ელემენტები.

კალანხოეს ბნელ ადგილას დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას, მცენარეში გროვდება ბიოგენური სტიმულატორები, რომლებიც მნიშვნელოვანია მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

წვენის მისაღებად გარეცხილი ფოთლები და ღეროები ინახება მაცივარში 5-10°C ტემპერატურაზე არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში.

შემდეგ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აბლენდერებენ და წურავენ,  საჭიროების შემთხვევაში უკეთებენ  სტერილიზაციას ან სპირტით ინახავენ. ამ ფორმით, წვენის შენახვა  შეიძლება  ერთ წლამდე.

Კალანხოე სურდოს (რინიტი) დროს:

ალოეს წვენს ცხვირში იწვეთებენ 3-5 წვეთს 4-5-ჯერ დღეში. ცხვირში უნდა ჩაიწვეთოთ კალანხოეს  ახალი წვენი 30%-იანი თაფლის დამატებით. ცხვირიდან გამონადენის დაწყებისთანავე ბავშვებს უწვეთებენ 1-2 წვეთ კალანხოეს წვენს თითოეულ ნესტოში.  პროცედურა იწვევს აქტიურ ცემინებას, მაგრამ სურდო ჩერდება მის დაწყებამდე.  გაციებისას თანაბარი რაოდენობით ურევენ კალანხოეს წვენს,  თაფლს,  ლიმონის წვენს.

გრიპის დროსა და პროფილაქტიკისთვის:

ცხვირის ლორწოვანი გარსი დაიმუშავეთ  2-3-ჯერ დღეში . ამ გზით შესაძლებელია ეპიდემიის თავიდან აცილება. ითვლება, რომ სახლში, რომელშიც არის 2-3 ქოთანი კალანხოე  გრიპის გავრცელების ალბათობა ნაკლებია.

სინუსიტის დროს:

წვენი წამოადუღეთ  წყლით 1: 2 თანაფარდობით და ცხვირში ჩაიწვეთეთ  თითო წვეთი ერთ კვირაში ყველაფერი ქრება.

ტუბერკულოზის დროს:

მიიღეთ 1 ჩ.კ. წვენი, გაზავებული წყლით 1:2.თანაფარდობით,  დღეში ორჯერ ჭამის შემდეგ.

ყურის ანთების შემთხვევაში: 

1-2 წვეთი წვენი უნდა დალიოთ დღეში 3-4-ჯერ. ასევე  ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი წვენი 3-4-ჯერ დღეში.

ღრძილების, პირის ღრუს ანთების შემთხვევაში: 

წვენი პირის ღრუში გამოივლეთ და არ გადაყლაპოთ. შემდეგ ჩვეულებრივი წყალი გამოივლეთ.

კალანხოეს Ალკოჰოლური ნაყენი:

2 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ 40%-იანი სპირტი და გააჩერეთ 10 დღე თბილ ოთახში. შემდეგ  გადაწურეთ და გამოიყენეთ კომპრესებისთვის.   ყურის ანთების დროს ღამით ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ნაყენი.

Კალანხოეს წვენი ნაკლებად ტოქსიკურია და აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული თვისება,  შეუძლია ჭრილობის შეხორცება, ჰემოსტატიკური მოქმედება და ამიტომ გამოიყენება წყლულების, ნაწოლების, ჭრილობების, დამწვრობის, მოყინვის სამკურნალოდ.

კალანხოეს ახალი წვენი აჩერებს სისხლდენას, მკურნალობს ფურუნკულებს, კანის გამონაყარს, ეგზემას, დამწვრობას, საშვილოსნოს ყელის ეროზიას და ძუძუს ბზარებს.

ის არა მხოლოდ ანადგურებს ბაქტერიულ ინფექციას, არამედ ავლენს ანტივირუსულ აქტივობას. ეს წვენი ეფექტურია ტონზილიტის, პაროდონტის დაავადებისა და სტომატიტის დროსაც.

Facebook კომენტარები