შოკოლადის და  ბანანის უგემრიელესი  კოქტეილი ხველის წინააღმდეგ – ამ რეცეპტის არ მჯეროდა, სანამ თვითონ არ გავაკეთე ბავშვისთვის

306

შოკოლადის და  ბანანის უგემრიელესი  კოქტეილი ხველის წინააღმდეგ - ამ რეცეპტის არ მჯეროდა, სანამ თვითონ არ გავაკეთე ბავშვისთვის

ხველა მრავალნაირია, განსაკუთრებით – ბავშვებში.

მყეფავი ხველა ვითარდება ზედა სასუნთქი გზების შევიწროების – კრუპის შედეგად, რომელსაც სასუნთქი გზების ინფექცია იწვევს. ის უმეტესად სამ წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ, უმეტესად ღამით და ზოგჯერ ხმაურიანი სუნთქვაც ახლავს თან.

მყივანი სპაზმური ხველის შეტევა ყივანახველას ახასიათებს. ადამიანი შეუსვენებლად ახველებს, შეტევის დასასრულს კი ღრმად, ყივილით ჩაისუნთქავს.

მსტვენი, ხიხინიანი ხველის დროს ხიხინი ამოსუნთქვისას ისმის, რაც ქვედა სასუნთქი გზების შეშუპებაზე მიუთითებს. ის ახასიათებს ასთმას, ბრონქიოლიტით მიმდინარე ვირუსულ ინფექციას, ქვედა სასუნთქ გზებში უცხო სხეულის არსებობას.

გამოყოფენ ასევე ღამის ხველას, დღისით ხველას, სველ, ხველას, მშრალ ხველას, ხველას ცხელებით, ხველას ღებინებით და სხვ.

ხველა მწვავეა, როცა სამ კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება. ბავშვებთან – ოთხ კვირაზე, მოზრდილებთან კი რვა კვირაზე მეტხანს მიმდინარე ხველა ქრონიკულად ითვლება. მათ შორის არსებულ პერიოდს ქვემწვავეს უწოდებენ.

მწვავე ხველა ხშირად ერთვის გაციებას, გრიპს, მწვავე ბრონქიტს.

Ბევრმა ალბათ იცის, რომ მცირეწლოვან ბავშვებს საკმაოდ უჭირთ უგემური მედიკამენტების დალევა. ასეთი ბავშვები ყველა ოჯახში არიან და როცა ავადდებიან, მათი მკურნალობა ძალიან რთულია!

ამიტომ, თქვენ უნდა მოატყუოთ ისინი და ტკბილეული დაუმატოთ წამლებს. ახლახან წავიკითხე შოკოლადის და ბანანის კოქტეილის რეცეპტი, რომელზეც ბავშვები უბრალოდ უარს ვერ იტყვიან. ამავე დროს, ის არის საოცრად ეფექტური მკურნალი.

მაშ, როგორ მოვამზადოთ შოკოლადისა და ბანანის  სმუზი ?

Ყველაფერი მარტივადაა. ვიღებთ ნახევარ ბანანს, ჩაის კოვზ კაკაოს ფხვნილს და ნახევარ ჭიქა თბილ რძეს. ეს ყველაფერი აურიეთ ბლენდერში. თუ არ გაქვთ ბლენდერი შეგიძლიათ უბრალოდ დაჭყლიტოთ ბანანი  და დაუმატოთ რძე კაკაოსთან ერთად და შემდეგ ათქვიფეთ. დალიეთ თბილი.

Რა არის რეცეპტის საიდუმლო?

კაკაო არის თეობრომინის შესანიშნავი წყარო, რომელიც ხსნის ვაზოსპაზმს და აადვილებს სუნთქვას. კაკაოში ბევრი მცენარეული ცილა და ცხიმია.

მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ნახშირწყლები, საკვები ბოჭკო, ორგანული მჟავები, შაქარი, სახამებელი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, A, E, PP, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინები, ბეტა-კაროტინი, მინერალებიდან - კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, გოგირდი, რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, ფთორი, მოლიბდენი.

კაკაოს ფხვნილი საკმაოდ კალორიულია - 100 გრამი პროდუქტი 289 კკალორიას შეიცავს, ამიტომ შესანიშნავად ანაყრებს. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ზოგიერთი ელემენტი კაკაოში გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პროდუქტებში. მაგალითად, კაკაო მდიდარია რკინითა და თუთიით.

ბანანი რძესთან ერთად მოქმედებს როგორც ამოსახველებელი. ამ სასმელს ასევე აქვს მატონიზირებელი ეფექტი - ე.ი. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ამიტომ, დალიეთ ეს ჯანსაღი სასმელი და მოუმზადეთ ხველისა და გრიპის მქონე ბავშვებს (პროფილაქტიკისთვის შესაძლებელია, ეს წამალი არ არის).

Facebook კომენტარები