მოიმარაგეთ ძახველი, შინდი და ხურტკმელი - მკურნალობის ეფექტური გზა!
კუჭის არეში ტკივილი სრულიად სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასტროეზოფაგური რეფლუქსია. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავა წვენი პერიოდულად საყლაპავში ამოიტყორცნება.
როცა ეს მოვლენა ხშირდება და ხანგრძლივდება, ვითარდება შემაწუხებელი გულძმარვა, ხოლო საყლაპავის გაღიზიანების გამო ტკივილიც აღმოცენდება. საყლაპავთან დაკავშირებულ ტკივილს აძლიერებს მკვეთრი დახრა, დიდი რაოდენობით საკვების მიღება, წამოწოლა მაძღრისად ჭამის შემდეგ.
კუჭის არეში ტკივილის მიზეზად შესაძლოა იქცეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ანთებითი დაავადებები, მაგალითად, გასტრიტი - კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება - ან პანკრეატიტი - კუჭუკანა ჯირკვლის ანთება, ასევე - საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი მძიმე დაავადებები, როგორებიცაა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი, ნაღველკენჭოვანი დაავადება.
ამ შემთხვევებში ტკივილის შეგრძნება ხშირად საკვების მიღების შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა, ქრონიკული ხასიათიც მიიღოს.
ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე მეწყებოდა კუჭის ტკივილი და გულძმარვა. ტკივილი განსაკუთრებით მშიერ კუჭზე მაწუხებდა. მივედი ექიმთან, დამიდგინეს გასტროდუოდენიტი და მჟავიანობის მომატება.
დავიწყე მკურნალობა წამლებით, მივაშველე ხალხური საშუალებებიც. რამდენიმე კურსის შემდეგ შვება ვიგრძენი. მინდა, თქვენც მოგაწოდოთ ეს რეცეპტები, იქნებ გამოგადგეთ.
თუ კუჭმა შეგაწუხათ, მოიმარაგეთ მარწყვი, ძახველი, შინდი და ხურტკმელი. აიღეთ თანაბარი რაოდენობით, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, მოადუღეთ და ჩაისავით სვით.
კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს აიღეთ 1 კგ სტაფილო, გახეხეთ და კარგად გაწუ-
რეთ. მიიღეთ წვენი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, სუფრის კოვზით.
კუჭის დაბალი მჟავიანობის დროს კარგია მოცვისა და ახალი მარწყვის ნაყენი. აიღეთ
ორივე კომპონენტი თანაბარი რაოდენობით, დაასხით ადუღებული წყალი და 30 წუთით დააყენეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. მიიღეთ უზმოზე სუფრის კოვზით.
მწვავე გასტრიტის დროს დაკრიფეთ მრავალძარღვა, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.
აიღეთ 200 გრამი, კარგად დასრისეთ, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ჭაჭის არაყი და 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. ქურიდან გადმოდგით, გააგრილეთ, გაწურეთ და ჩაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დილით, უზმოზე, საწოლიდან ადგომამდე 1 საათით ადრე.
გახსოვდეთ: სანამ წამალს იღებთ, სიგარეტის მოწევა არ შეიძლება.