დღეს გასწავლით მარტივ გზებს, როგორც ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო ოფლი!

1585

დღეს გასწავლით მარტივ გზებს, როგორც ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო ოფლი!

ერთადერთი რამ, რაშიც არავის გვეპარება ეჭვი, ის არის, რომ ოფლიანობა დიდ უხერხულობას ქმნის. ამ უხერხულობის მთავარი მიზეზი კი ოფლის ერთი თავისებურება – არცთუ სასიამოვნო სუნია. დარწმუნებული ვარ, გაგიკვირდებათ და შესაძლოა არც დაიჯეროთ, რომ სინამდვილეში ოფლი უსუნოა. მაშ, რისი ბრალია ის უსიამოვნო სუნი, რომელიც ოფლთან ასოცირდება, რომლის გაქრობასაც გვპირდებიან დეზოდორანტებისა თუ ანტიპერსპირანტების მწარმოებელები და რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა თუ ხალხმრავალი ადგილების სტუმრობის სურვილს გვიკარგავს.

ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა. ეს შემაწუხებელი და არასასიამოვნო მოვლენა ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ოფლიანობას თავისი დადებითი ეფექტი აქვს – ის უზრუნველყოფს სხეულის გაგრილებას, თუმცა, ჭარბი ოფლიანობა ადამიანს უქმნის მნიშვნელოვან დისკომფორტს, ზოგჯერ მუდმივ ემოციურ დაძაბულობას და ფსიქიკის პრობლემებსაც კი განაპირობებს.

რატომ გამოიყოფა ოფლი?

ოფლიანობა გვეხმარება სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში. როცა სხეულის ტემპერატურა რაიმე მიზეზით მატულობს, საოფლე ჯირკვლები უფრო მეტ ოფლს გამოყოფენ.

ასე ხდება, როცა ადამიანს აქვს სიცხე, ემოციური დაძაბულობა, ფიზიკური დატვირთვა ან ის მაღალი ტემპერატურის გარემოში იმყოფება. ზაფხულში სწორედ ეს არის ჭარბი ოფლიანობის მიზეზი.

ზოგჯერ ჭარბ ოფლიანობას გარკვეული სახის, მაგალითად, ცხარე საკვები იწვევს.

დღეს გასწავლით რეცეფტს, რომელიც ბებჯერ ვცადე და მართლაც ეფექტურია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი;
  • 30 გ გვირილა;
  • 1 ჩ.კ. საკვები სოდა.

ინსტრუქცია:

  1. აადუღეთ მოცემული რაოდენობით წყალი.
  2. ჩაყარეთ მასში გვირილის 30 გრამი ნედლი ან გამომშრალი ყვავილები.
  3. განაგრძეთ დუღილი ორიოდე წუთით და გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან.
  4. როდესაც ნარევი გაგრილდება, გაფილტრეთ ის. ჩაამატეთ დარჩენილ სითხეში საკვები სოდა და კარგად გადაურიეთ.
  5. მიღებული ნარევით დაიბანეთ იღლიები დღეში 2-ჯერ.

მზა მასა შედეთ მაცივარში და გედოთ მხოლოდ 1 კვირა. შემდეგ ისევ ახალი მოამზადეთ. ეს მარტივი, თუმცა ეფექტური მეთოდი გიშველით ზაფხულში იღლიების ჭარბი და შემაწუებელი ოფლიანობისგან.

frenis kompensacia
frenis kompensacia