კატარაქტას მკურნალობა არც თუ ისე რთულია როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ –  მცენარეული რეცეპტებით უმოკლეს დროში გადაჭრით ამ პრობლემას.

5383

კატარაქტას მკურნალობა არც თუ ისე რთულია როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ –  მცენარეული რეცეპტებით უმოკლეს დროში გადაჭრით ამ პრობლემას.

კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის – ბროლის შემღვრევა, რომლის დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული და ემსგავსება ნისლიან სივრცეში ხედვას.

კატარაქტის მიერ გამოწვეული დაბინდული მხედველობისას, პაციენტებს უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება, ან სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება.

მსოფლიოს მასშტაბით კატარაქტა არის მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი და სიბრმავის 51% კატარაქტით არის გამოწვეული.

თქვენ შესაძლოა გქონდეთ კატარაქტა თუ: 
  • გაქვთ დაბინდული მხედველობა
  • გამოსახულებას უფრო ბუნდოვნად ან ყვითლად აღიქვამთ
  • ღამით მხედველობა გიუარესდებათ
  • სინათლე გჭრით თვალს
  • სინათლის გარშემო ხედავთ შუქის რგოლების
  • კითხვისთვის უფრო კარგი განათება გჭირდებათ
  • სათვალეს ხშირად ცვლით

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

აიღეთ ვაშლი, ამოჭერით რბილობი, ჩაასხით თაფლი, დააფარეთ თავისივე ამონაჭერი, ორი საათის შემდეგ გადმოასხით თაფლისა და ვაშლის წვენის ნარევი და დილაობით ორი წვეთი დაავადებულ თვალში ჩაიწვეთეთ.

კატარაქტასთან ბრძოლისას შესანიშნავი საშუალებაა მწვანე ჩაი. სასურველია, დღეში 2 ფინჯანი მაინც დალიოთ.

– სამი თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა სტა-
ფილოსა და ოხრახუშის წვენის ნარევი (3:1). ოხრახუშის მაგივრად შეიძლება ჭარხლის წვენის გამოყენებაც.

აურიეთ ერთმანეთში ახალი თაფლი და სტაფილოს წვენი (თანაბრად) და დილა-საღამოს 1-2 წვეთი ჩაიწვეთეთ დაავადებულ თვალში.

აიღეთ მოცვის გამხმარი ნაყოფი და დაასხით მდუღარე წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ჩაი მზად არის. შეგიძლიათ, დაატკბოთ 1 ჩაის კოვზი თაფლით.

ამ ნაყენით ამოიბანეთ მტკივანი თვალი. ძილის წინ თვალებზე დაიდეთ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები.

1 სუფრის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი და ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 25-30 წუთი, შემდეგ გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ იმდენი ცხელი წყალი, რომ 200 მლ-მდე შეივსოს და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

იცოდეთ, ეს ნახარში საკმაოდ ძლიერმოქმედია, ამიტომ ნუ დალევთ ზომაზე მეტს, თორემ შესაძლოა წნევა დაგიგდოთ.

Facebook კომენტარები