გახდით საკუთარი თავის მკურნალი : სამუდამოდ დაემშვიდობეთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, ქრონიკულ დაღლილობას და გამუდმებულ  ტკივილებს ! 

1039

გახდით საკუთარი თავის მკურნალი : სამუდამოდ დაემშვიდობეთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, ქრონიკულ დაღლილობას და გამუდმებულ  ტკივილებს ! 

თანამედროვე გარემო პირობები გვაიძულებს ვიცხოვროთ არაჯანსაღი ცხოვრების წესით, მივიღოთ გადამუშავებული და არაჯანსაღი საკვები, ვიცხოვროთ დაბინძურებულ გარემოში, ვიტანჯოთ მუდმივი სტრესით და ზედმეტად ვიმუშაოთ.

არაჯანსაღი გამო დიდ გავლენას ახსენს ჩვენს ჯანმრთელობაზე და მრავალი დაავადებით ვიტანჯებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადებებს ჩვეულებრივ მკურნალობენ აბებით, ყოველთვის არის უკეთესი ვარიანტი ბუნებრივი მკურნალობისთვის.

ბეგქონდარას ბალახი შეიცავს 0,5-1% ეთერზეთს. ეთერზეთი ძირითადად შედგება არომატული ნახშირწყალბადის თიმოლისაგან. ეთერზეთის სამედიცინო გამოყენება განპირობებულია მასში ფენოლების (60%), კრისტალური თიმოლისა და თხევად კარვაკროლის არსებობით. თიმოლს აქვს ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება. ბეგქონდარას შემადგენლობაში შედის მწარე სათრიმლავი ნივთიერებები.

ბეგქონდარას იყენებენ როგორც ამოსახველებელ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რადიკულიტებისა და ნევრიტების დროს ნახარშისა და ექსტრაქტების სახით. ბეგქონდარას ექსტრაქტი შაქართან ერთად შედის ყივანახველის საწინააღმდეგო პრეპარატში (“პერტუსინი”).

ხალხურ მედიცინაში ბეგქონდარას ნახარშს იყენებენ საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის, ნაწლავების შებერვის, ხველის, მკერდის არეში ტკივილისა და უძილობის დროს. აგრეთვე, როგორც შარდმდენ და კუჭის გასამაგრებელ საშუალებას.

გარეგანად ხმარობენ არომატიზირებული აბაზანების სახით ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ტკივილების დროს. კომპრესებისა და საფენების სახით – ჭრილობის შესახორცებლად და თვალის ტკივილის დროს. ფხვნილი გამოიყენება საყნოსავად გრძნობის დაკარგვისას.

Მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას და იძლევა დადებით ეფექტს რამდენიმე დღის განმავლობაში.

ავიცენა წერდა, რომ ძმარში მოხარშული და ვარდის ზეთში შერეული ბეგქონდარას ნაყენის თავის კანში შეზელვა შველის მეხსიერების დაკარგვისა და ფსიქიკური პათოლოგიების დროს.

გარდა ამისა, ბეგქონდარა ხელს უწყობს შარდის გამოყოფასა და მენსტრუაციას. ველური ბეგქონდარას ფოთლების საფენის შუბლზე და თავზე დადება აყუჩებს თავის ტკივილს.

შემდეგი სასმელი დაგეხმარებათ გამოიყენოთ ბეგქონდარას ძლიერი თვისებები.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 მუჭა ბეგქონდარა (ახალი ან ხმელი)
  • 1 ჭიქა წყალი
  • თაფლი (სურვილისამებრ)

მომზადება:

გარეცხეთ ბექგონდარა და მოათავსეთ თასში. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ,  გააჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ გაწურეთ, რომ მყარი ნაწილები მოაცილოთ. სასმელის დასატკბობად შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი გემოვნებით.

გამოყენება:

ეს სასმელი 100 მლ  ყოველდღიურად უნდა მიირთვათ და ეფექტი ძალიან მალე შესამჩნევი გახდება!

Facebook კომენტარები