ნიორის და რძის ნარევი მათთვის ვისაც წამლების გარეშე უნდა მკურნალობა!

319

ნიორის და რძის ნარევი მათთვის ვისაც წამლების გარეშე უნდა მკურნალობა!

რადიკულიტი ზურგის და წელის მიდამოების ძლიერი ტკივილია, მალათაშუა დისკები, რომლებიც ამორტიზატორის როლს ასრულებს, კარგავს მოქნილობას და გამძლეობას, ფიზიკური დატვირთვისას დისკთან ერთად გადაინაცვლებს ხერხემლის არხში არსებულ მალათაშორის სივრცეში, აწვება იქ გამავალ ზურგის ტვინის ფესვებს და იწვევს ტკივილს.

რადიკულიტის მიზეზები

ხერხემლის არხში მოთავსებულია ზურგის ტვინი, რომლიდანაც გამოდის მთელი ორგანიზმის მუშაობაზე პასუხისმგებელი უამრავი ნერვი. რომელიმე მათგანის ტრავმული ან ანთებითი დაზიანებისას ვითარდება რადიკულიტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა

რადიკულიტის მთავარი ნიშანია ტკივილი. მისი ლოკალიზაცია უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი. დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • კისრის რადიკულიტს;
  • კისერ-მხრის რადიკულიტს;
  • გულმკერდის რადიკულიტს;
  • გავა-წელის რადიკულიტს, რომელიც, თავის მხრივ, ან მწვავეა, ან ქრონიკული.

ჯერ კიდევ არ არსებობს საყოველთაო აზრი იმის შესახებ, რა შეიძლება ჩაითვალოს რადიკულიტის უშუალო მიზეზად. XIX საუკუნეში მიაჩნდათ, რომ რადიკულიტი ნერვის ფესვის დამოუკიდებლად აღმოცენებული ანთებაა, XX საუკუნის დასაწყისში ვარაუდობდნენ, რომ ყველაფერი მალათაშორისი თიაქრის ბრალია – მალებს შორის არსებული ხრტილი იგლიჯება, გარეთ გამოდის და ნერვის ფესვს ჭყლეტს, ამჟამად კი ვარაუდობენ, რომ რადიკულიტის მიზეზი თავად ხერხემალი, უფრო ზუსტად, მისი დაზიანებაა.

მიიჩნევა, რომ ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაში რადიკულიტი ოსტეოქონდროზით არის განპირობებული, დანარჩენ ხუთში კი ხერხემლის ტრავმით, ამა თუ იმ შინაგანი ორგანოს დაავადებით, ხერხემლის ანთებითი და დისტროფიული დაზიანებით, პერიფერიული ნერვული სისტემის სიმსივნით და სხვა.

რადიკულიტით დაავადებით რისკი თანაბარია ქალებსა და კაცებში. ძირითადად კი იმ პირებში, ვისაც უწევს ხშირად ფიზიკური დატვირთვა და შრომა, ცვალებად /არასასიამოვნო მეტეოროლოგიურ პირობებში, დარღვეული აქვს ნივთიერებათა ცვლა,  ხშირად აწუხებთ ზურგის კუნთების სპაზმები, გენეტიკური ფაქტორი.

რადიკულიტის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს ოსტეოქონდროზიც, ხერხემლის ტრავმები და დისტროფიული დაზიანებები. მალთაშუა დისკში მიმდინარე ცვლილების დროს ვითარდება ხერხემლის  თიაქარი, რომელიც ახლომდებარე ფესვის ან სისხლძარღვის კომპრესიას, გაჭყლეტას იწვევს. სწორედ ეს ფაქტორი გახლავთ უხშირესად მიზეზი ძლიერი ტკივილის და დაბუჟებისა

ამ აუტანელი ტკივილისა და დამღლელი მოუქნელობისგან გათავისუფლება თავად შეგიძლიათ, მეიდკამენტებისა და ექიმების გარეშე!

ჩვენ გთავაზობთ ეფექტურ მეთოდს, რომლის გამოყენებით შეძლებთ რადიკულიტის დამარცხებას!

საჭირო ინგრედიენტები:

  •  4 კბილი ნიორი,
  • 20 მლ რძე

მომზადება:

დააქუცმაცეთ ნიორი კარგად, შეათბეთ რძე საშუალო ტემპერატურამდე და დაუმატეთ ნიორი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ბოლოს დაატკბეთ თაფლით.

დოზირება:

დალიეთ 2 ყლუპი ყოველ დღე.

Facebook კომენტარები