აი რატომ არ უნდა გადააგდოთ ბროწეულის ქერქი! მისი ადგილი საოჯახო აფთიაქშია!
ბროწეულის ქერქმა მასში არსებული ტანინების (მთრიმლავი) ნივთიერებების გამო მედიცინაში მოიპოვა ძლიერი ანტი მიკრობული მცენარის სახელი. მთრიმლავი ნივთიერებები აქტიურად ებრძვიან ორგანიზმში შეჭრილ ბაქტერიებს, მიკრობებს და პარაზიტებს.
ბროწეულის კანის 27 პროცენტი შედგება მთრიმლავი ნივთიერებებისგან. ასევე შეიცავს მინერალურ ნივთიერეებს (ფოსფორი, რკინა, კალიუმი კალციუმი და სხვა) და ვიტამინებს C, B1, B6 და PP.
ბროწეულის ნაყოფის ქერქს აქვს ანტისეპტიკური, შემკვრელი, სიცხის დამწევი, ნაღველმდენი, მატონიზირებელი მოქმედება. ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას.
მედიცინაში გამოიყენება ღვიძლის, თირკმელების, მხედველობის და სმენის ორგანოების ანთებითი პროცესების შესაჩერებლად. ასევე სახსრების ტკივილის, ძვლების მოტეხილობის და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.
- აძლიერერბს იმუნიტეს.
- აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება.
- ორგანიზმში ებრძვის ანთებით პროცესებს.
- არის კარგი შემკვრელი საშუალება.
- ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში.
- ასტიმულირებს შლაკების გამოდევნის პროცესს.
- აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.
- დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
- ებრძვის ნაწლავურ პარაზიტებს.
- დადებითად აისახება კანის დაავადებების მკურნალობაზე.
- კარგად ებრძვის ფაღარათს (დიარეა).
- იყენებენ დეზინტერიის დროს.
- ქერქი ითვლება ბუნებრივ ანტიბიოტიკად.
- კარგად ებრძვის სოკო კანდიდას
- ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.
მიღების წესი
დიარეის (ფაღარათი) შესაჩერებლად გამოიყენეთ დღეში სამჯერ საჭმელთან ერთად. თითო ჯერზე გამოიყენეთ ფხვნილი ჩაის კოვზის 1/5 ოღონდ თავმოუბმელი. ფხვნილს დააყოლეთ მცირე რაოდენობის წყალი.
დიზბაქტერიოზის დროს ბროწეულის ქერქი გაგიწევთ კარგ დახმარებას. აიღეთ 2 ჩ/კ ფხვნილი, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და დადგით წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 50 მილილიტრი დღეში 2 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 1 კვირა.
კანდიდოზის იგივე რძიანას მკურნალობაში დაგეხმარებათ ბროწეულის ქერქის კლასიკური ნახარში. აიღეთ ფხვნილი 1 ს/კ დაასხით მდუხარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და ყოველი ძილის წინ გამოიბანეთ ან დაიბანეთ სასქესო ორგანო. როგორც ქალბატონებმა ასევე მამაკაცებმა.
უკვე პირველივე დღიდან შეგიმსუბუქდებათ წვა და ქავილი. ხოლო თუ სისტემატიურად ისარგებლებთ ამ ნახარშით ასევე შეგიჩერდებათ გამონადენი (თეთრად შლა).
კანის დამწვრობის დროს კარგად გასუფთავებულ კანზე დაიყარეთ ბროწეულის ფხვნილი და შეიხვიეთ. ეს დაეხმარება თქვენ კანს სწრაფ აღდგენაში და თანაც ის აყუჩებს ტკივილს.