მე და ჩემი ოჯახის წევრები ეფექტურად ვმკურნალობთ ანთებას და ხველას! სულ რაღაც ერთ ღამეში დაივიწყებთ ამ პრობლემებს!

728

მე და ჩემი ოჯახის წევრები ეფექტურად ვმკურნალობთ ანთებას და ხველას! სულ რაღაც ერთ ღამეში დაივიწყებთ ამ პრობლემებს!

კოშის ფოთლების ნაყენი უნდა მოამზადოთ  ნედლეულისგან და 70% ხორბლის სპირტისგან. ნაყენი შეიცავს სპირტში და წყალში ხსნად ყველა ფარმაკოლოგიურ და სასარგებლო ნივთიერებას რომელიც შედის მცენარის შემადგენლობაში.

ამ მეთოდით მიღებული ნაყენი გაცილებით კონცენტრირებული და გაჯერებულია ვიდრე წყალზე დამზადებული ნაყენი ან ნახარში, რადგან სპირტი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო გამხსნელად. ამიტომ მისი მიღება ხდება მცირე დოზებით (წვეთების სახით).

კომშის ფოთოლი არის ძალიან საინტერესო ფორმის როგორც არის ასახული სურათზე. მისი ფორმა არის კვერცხისებური ან ოვალური, ფოთლის წვეროები შეიძლება იყოს წვეტიანი ან ბლაგვი, ჩვეულებრივ იზრდება 12 სმ სიგრძემდე და 7.5 სმ სიგანემდე. ფოთლების ფერი ზემოდან მწვანეა ხოლო ქვემოდან ოდნავ მონაცრისფრო.

სასარგებლო თვისებები

ყველა ჯიშის კომში დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე. ასტიმულირებს ორგანოებს, აუმჯობესებს განწყობას. კომშის წვენი ბევრად ადვილი მოსანელებელია.

100 გ კომში შეიცავს:

1. წყალს – 86.5 გ

2. ცილას – 0.6 გ

3. ცხიმს – 0,5 გ

4. ნახშირწყლებს – 9.8 გ

5. სახამებელს – 0.3 გ

6. ორგანულ მჟავებს – 0,9 გ

7. კალიუმს – 144 მგ

8. კალციუმს – 23 მგ

9. მაგნიუმს – 14 მგ

10. ნატრიუმს – 14 მგ

კომშის ფოთოლს აქვს: ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი, ამოსახველებელი, ანტიმიკრობული, სისხლაღმდგენი, შარდმდენი და იმუნომასტიმულირებელი თვისებები. ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას, რადგან ის ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას.

კომშის ფოთოლი გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ: ასთმა, ბრონქიტი, ხველა. ასევე ანემია, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებითი პროცესები, შარდ გამომყვანი სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია, ღვიძლის პათოლოგიები. ასევე ძალიან კარგია წონის კორექციისთვის.

დოზირება

25–30 წვეთი გახსენით 30 მლ ანადუღარ თბილ წყალში. მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. არ მიიღოთ ცარიელ კუჭზე.

ხველების დროს კარგია ასევე კომშის გულისა და კურკების ნახარშის სმა. გაჭერით კომში შუაზე, ამოჭერით დანით გული კურკებიანად. დაასხით ორი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთით. დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, თბილი, ჭამის შემდეგ – დილას და საღამოს.

წნევის დასაწევად შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი მოამზადოთ: ოთხ ცალ კომშის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში. დალიეთ ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი ასევე კარგია მომატებული პროთრომბინის დროსაც, რადგან მის დონეს არეგულირებს.

Facebook კომენტარები