ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული ეს ბალზამი საუკეთესო საშუალებაა სისხლძარღვთა "ქსელის" მოსაშორებლად და კანის სილამაზის აღსადგენად!
კაპილარები არტერიებისა და ვენების ერთმანეთთან დამაკავშირებელი უწვრილესი სისხლძარღვებია, რომლებითაც მოფენილია მთელი ორგანიზმი. კაპილარების კედლები ერთშრიანი ენდოთელიუმისგან შედგება, რომელსაც გარედან კუმშვადი უჯრედები აკრავს. კაპილარების ინერვაცია სიმპათიკურია. მათი ქსელის განივი კვეთი აორტისას 150-ჯერ (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, 500-ჯერ) სჭარბობს, ხოლო კაპილარების რიცხვი 1-4 მილიარდია. მოსვენებისას კაპილარების მხოლოდ მეოთხედი მუშაობს, დანარჩენები სისხლის მიმოქცევაში მხოლოდ სისხლის გაძლიერებული მოთხოვნის შემთხვევაში ერთვებიან.
ქვედა კიდურების ვენური სისტემის პათოლოგია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ არსებობს ხალხი, ვისაც ის ყველაზე მეტად ემუქრება. საქმე ის არის, რომ ამ პათოლოგიის განვითარება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული რამდენიმე რისკფაქტორზე, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
ასაკი
ვენური ტუმბო, რომელიც სისხლის ერთი მიმართულებით – ქვემოდან ზემოთ – დინებას განაპირობებს, ასაკის მატებასთან ერთად მწყობრიდან გამოდის, სისხლძარღვთა კედლები დუნდება, სარქველები ცვდება და სისხლის დინება ირღვევა;
მდედრობითი სქესი
ვენური სისტემის პათოლოგია უმთავრესად ქალების ხვედრია, რაც ქალური ჰორმონების გავლენით უნდა აიხსნას. გარდა ამისა, ის ხშირად ორსულობისას იჩენს თავს. ამ შემთხვევაში დამნაშავეა არა მხოლოდ ჰორმონი პროგესტერონი, არამედ ის ფიზიკური დატვირთვაც, რომელსაც ვენური სისტემა ორსულობის ცხრა თვის განმავლობაში განიცდის.
მემკვიდრეობა
თუ მშობლებს ვენური დაავადება აქვთ, დიდია ალბათობა, ის შვილსაც დაემართოს.
გამსკდარი კაპილარები - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქალური პრობლემაა, გარდა იმისა, რომ არაესთეტიურია, აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა გახდეს კომპლექსებისა და დაბალი თავდაჯერებულობის მიზეზი.
გამსკდარი კაპილარების მთავარი განმაპირობებელი დასუსტებული სისხლძარღვებია. არაკომფორტული ფეხსაცმელი, ორსულობა და სხვა ფაქტორები იწვევენ მდგომარეობის გართულებას და შედეგად ვითარდება ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
გთავაზობთ ეფექტური ბალზამის მომზადების მეთოდს, გამოიყენეთ ნატურალური კომპონენტები ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად და მიიღეთ საუკეთესო შედეგი!
თქვენ დაგჭირდებათ:
– 40 მლ ცხენისწაბლას ექსტრაქტი
– 40 მლ წაბლის ნაყენი
– 10 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
მომზადება:
1. მინის ქილაში მოათავსეთ გასუფთავებული ნაყოფი და კიდემდე აავსეთ წყლით.
2. მჭიდროდ დაახურეთ თავსაფარი და დადგით მზეზე 3 დღის განმავლობაში.
3. შემდეგ გადაიტანეთ ბნელ აგდილზე 40 დღის განმავლობაში.
4. როდესაც ნაყენი მზად იქნება, აურიეთ ის ცხენისწაბლას ექსტრაქტთან და ეთერზეთთან.
5. კარგად შეანჯღრიეთ ქილა და ბალზამიც მზადაა!
ეს საშუალება აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და ამაგრებს სისხძაღღვების კედლებს, ეცადეთ შეამციროთ შაქრის შემცველი პროდუქტების მოხმარება, რათა სამომავლოდაც თავიდან აირიდოთ კაპილარების პრობლემა.