ხელების კანკალის დროს საუკეთესო წამალია პროპოლისის ნაყენი – ეს ყველამ უნდა სცადოს!

841

ხელების კანკალის დროს საუკეთესო წამალია პროპოლისის ნაყენი – ეს ყველამ უნდა სცადოს!

რამდენიმე ხნის წინ შევამჩნიე, რომ ხელები მიკანკალებდა. მივმართე ენდოკრინოლოგს, რომელმაც, ანალიზის პასუხებიდან გამომდინარე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გამორიცხა.

შემდეგ ნევროპათოლოგთან ვიყავი, რომელმაც ნერვული სისტემის დაზიანება ვერ აღმომიჩინა. თუმცა მითხრა, რომ ხელების ტრემორი ზოგჯერ ნორმალური ნერვული სისტემის პირობებშიც იჩენს თავს.

ტრემორი – ასე უწოდებენ მედიკოსები ხელების კანკალს. ეს სიმპტომი ხანდაზმულ ასაკთან ასოცირდება, მაგრამ, გაგიკვირდებათ და, არც ახალგაზრდებში ყოფილა იშვიათი.

ტრემორი სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიათა რიცხვს არ განეკუთვნება, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელის შემშლელი მოვლენაა.

რა არის ტრემორი?

ტრემორი კუნთების უნებლიე რიტმული მოძრაობაა. ის შეიძლება იყოს ხელისა, მკლავისა, თავისა, სახისა, ხმისა, ტანისა, ფეხისა. ამათგან ყველაზე ხშირად ხელის ტრემორს ვხვდებით.

პროპოლისი არის მუშა ფუტკრების მიერ მცენარეების კვირტებიდან, ფოთლებიდან, ტოტებიდან და ზოგიერთი ბალახიდანაც აღებული ფისისებრი ნივთიერება რომელსაც მცენარეები დაცვის მიზნით გამოიმუშავებენ. შემდეგ ფუტკრები ამ წებოვან ნივთიერებებას გადაამუშავებენ თავისი ზედა ყბის სეკრეტით და უმატებენ სანთელს სხვადასხვა დოზებით. ასევე დინდგელს ფუტკრები უმატებენ ყვავილის მტვერს მცირე დოზებით. შედეგად იღებენ რთულ ფისოვან ნივთიერებას. მიღებული პროდუქტი არის წებოვანი. ფუტკრები დინდგელს იყენებენ სკაში ღრიჭოების ამოსავსებად.

გარდა საშენი მასალისა ასევე ის არის სადეზინფექციო საშუალება. ფუტკრები სანამ თაფლს მოათავსებენ ფიჭაში მას ფარავნ თხელი დინდგელის ფენით მისი დეზინფექციის მიზნით. ცნობილია, რომ თუ სკაში შეაღწია მავნებელმა (შეიძლება მღრღნელიც იყოს), ფუტკრემი მას თავს ესხმიან და კლავენ თავისი შხამით. შემდეგ მას გარეთ აგდებენ. თუ მოხდა ისე, რომ მისი გადაგდება ფუტკრების ძალებს აღემატება. ასეთ შემთხვევაში მას ფარავენ პროპოლისით და სანთლით. ეს იცავს სკას ბაქტერიებისგან და მავნებლის სხეული აღარ იხრწნება წლების განმავლობაში.

ექიმმა დამინიშნა მედიკამენტებიც, თუმცა მაინც ბუნებას მივმართე დასახმარებლად და მინდა, ჩემი რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ:

– 50 გრამი პროპოლისი წვრილად დავჭრათ დანით, ჩავყაროთ ნახევარლიტრიან მინის
ქილაში, ბოლომდე შევავსოთ არყით და 2 კვირა დავტოვოთ სიბნელეში. ქილა ყოველდღე შევანჯღრიოთ.

ამის შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, და დავაყოლოთ 1 ჩაის ჭიქა წყალი. მკურნალობის ხანგრ
ძლივობა 1 თვეა.

Facebook კომენტარები