ლუდის გამოყენების სხვადასხვა გზა არსებობს. გთავაზობთ ჩამონათვალს!

157

ლუდის გამოყენების სხვადასხვა გზა არსებობს. გთავაზობთ ჩამონათვალს!

1. მარინადი

ლუდს ხორცეულში ხშირად იყენებენ, რადგან ის მას არბილებს და გემრიელ არომატს მატებს. როდესაც ქაბაბის მომზადებას გადაწყვეტთ, ხორცი რამდენიმე საათის განმავლობაში, ლუდში მოათავსეთ. ამის შემდეგ, შედეგი სასიამოვნო გაგაოცებთ.

2. მიწის გამანოყიერებელი

რატომ უნდა გადავღვაროთ დარჩენილი ლუდი, თუ მისი სასუქად გამოყენებაა შესაძლებელი? ლუდის საფუარი მცენარეების ზრდას ხელს უწყობს.

3. ავეჯის საწმენდი

უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ ავეჯის საწმენდი სითხე ხელთ არ გაქვთ, მისი ჩანაცვლება ლუდითაა შესაძლებელი. ლუდი და ნებისმიერი ბოსტნეულის ზეთი ერთმანეთს შეურიეთ, პროპორციით: 1:1, და მასში დასველებული ნაჭრით ავეჯი გაწმინდეთ.

4. ლუდის აბაზანა

ფეხებიდან დაღლილობის მოსახსნელად, აბაზანაში ცოტაოდენი ლუდი ჩაასხით. ის, ასევე, არბილებს კანს.

5. ოქროს საწმენდი

ოქროს გასაწმენდად, ის რამდენიმე წუთის განმავლობაში, ლუდში მოათავსეთ და შემდეგ, ნაჭრით გაწმინდეთ.

6. შამპუნი და კონდიციონერი

ლუდი თმისთვის არაჩვეულებრივად კარგი საშუალებაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი შამპუნში გარევაც შეიძლება. თუმცა, იქამდე ლუდი უნდა ადუღოთ. შემდეგ, ის შეურიეთ შამპუნს, პროპორციით: 3:1. ლუდისგან კარგი კონდიციონერის დამზადებაც შესაძლებელია. შამპუნით თმის დაბანის შემდეგ, მასზე გადაივლეთ გამოხდილი ლუდი, ცოტა ხნის შემდეგ კი, წყლით ჩამოიბანეთ.

7. თმის გამაღიავებელი

მოკლე თმის გასაღიავებლად, ძირები ლუდით დაისველეთ და მზის ქვეშ დაჯექით.

8. ლუდი ახანგრძლივებს სიცოცხლეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლუდის მოყვარულებს 19% პროცენტით ნაკლები აქვთ ნაადრევი სიკვდილის რისკი. ეს სასმელი აახალგაზრდავებს სისხლძარღვების კედლებს. არის დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ასევე გამოდევნის ბაქტერიებს ორგანიზმიდან.

9. ეხმარება ტვინს მუშაობაში

ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ ქალებს, რომლებიც მიირთმევენ 1 ბოკალ ლუდს დღის მანძილზე, ნაკლებად აქვთ ტვინის დაბერების საშიშროება.

10. ლუდი შეიცავს უამრავ ვიტამინს

გარდა იმისა, რომ ლუდი შეიცავს B1 და B2 ვიტამინებს, გაგიკვირდებათ როცა გაიგებთ, რომ ერთი ლიტრა ლუდი 70%-ით  შეგივსებთ კალციუმის დღიურ ნორმას.

11. ასუფთავებს თირკმელებს

ლუდის მოყვარულებს 41%-ით   ნაკლებად უგროვდებათ კენჭები თირკმელებში.

12 .ლუდი გვიცავს ალცეიმერის დაავადებისგან

სვია,  რომლისგანაც ლუდი იხარშება,  იცავს ტვინს დაბერებისგან და ხელს უშლის ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიც ალცეიმერი და პარკინსონია.

frenis kompensacia
frenis kompensacia