პაროდონტოზის მკურნალობა ამ ნაყენის წყალობით ყველაზე ეფექტური და მარტივია!
პაროდონტოზი დაავადებაა, რომელიც კბილის ირგვლივი ქსოვილების სისტემური დაზიანებით ვლინდება. ანთებითი მოვლენები ამ დროს ნაკლებად არის გამოხატული, არც პათოლოგიური ღრძილოვანი ჯიბეები წარმოიქმნება და არც ჩირქდენა აღინიშნება.
სამაგიეროდ შესამჩნევია ღრძილების ატროფია: კბილებს შორის მოჩანს თავისუფალი სივრცეები, შიშვლდება კბილების ყელი, რაც ზრდის მათ მგრძნობელობას. ამ დროს პაციენტები სწორედ მგრძნობელობის მომატებას და ღრძილებში ქავილის შეგრძნებას უჩივიან. ჩნდება ეგრეთ წოდებული სოლისებრი დეფექტებიც. ძვლოვანი ქსოვილის ატროფიის გამო კბილები ირყევა და თანდათან ცვივა.
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ პაროდონტოზის მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. მსუბუქ ფორმას ახასიათებს კბილის მესამედის გაშიშვლება. საშუალო და მძიმე ფორმების დროს ცვლილებები უკვე კბილის ნახევარს მოიცავს. პაროდონტოზის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.
განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა. არცთუ იშვიათად ვითარდება სხვა დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული დაავადებების, მათ შორის - ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის) ფონზე.
პაროდონტოზი არ იწვევს მტკივნეულ შეგრძნებებს, ამიტომ პაციენტები ექიმთან მისვლას არ ჩქარობენ. კლინიკური სურათი ძლიერ გამოხატული არ არის, იგი ნელა, თანდათანობით ვითარდება. პაციენტები ექიმს მხოლოდ კბილების მომატებული მგრძნობელობის გამო მიმართავენ.
ცაცხვის ყვავილი შეიცავს ფლავონოიდებს, საპონინებს, ასკორბინის მჟავას და კაროტინს, ეთეროვან ზეთს და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. მას აქვს ანტიმიკრობული და ანტიანთებითი თვისებები. ამიტომ იყენებენ პირში გამოსავლებად პირის ღრუსა და ხახის ანთებითი დაავადებების, ანგინების დროს.
საფენების სახით ცაცხვის ყვავილების ნახარში გამოიყენება დამწვრობების, წყლულების, ჰემოროიდული კვანძების ანთების, სახსრების რევმატიული და პოდაგრული ტკივილების დროს. ცაცხვის ჩაის იყენებენ, აგრეთვე, როგორც სიცხის დამწევ, ოფლმდენ საშუალებას გაციების, ბრონქიტის, ანგინის დროს.
ამ დაავადებისთვის უებარია დინდგელის (პროპოლისი) ნაყენი:
25 გr დანამცეცებული დინდგელი ჩაყარეთ მუქი ფერის ბოთლში, დაასხით 150 არაყი და კარგად შეანჯღრიეთ (რათა მთლიანად გაიხსნას). შემდეგ ჩაუმატეთ 50 გr კრაზანის გამხმარი დაფხვნილი ფოთოლი და დადგით 15 დღის განმავლობაში. პერიოდულად ბოთლი შეანჯღრიეთ.
შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ და გამოივლეთ პირში დღეში 4-5-ჯერ. სავლების მოსამზადებლად 30 წვეთი ნაყენი უნდა გახსნათ 0,5 ჭიქა წყალში. მე ამ პროცედურას სამი თვის განმავლობაში ყოველდღე ვაკეთებდი. სატკივარი უკვალოდ გამიქრა.
ჯანმრთელობას გისურვებთ!