უებარი წამალი ართროზისა და ართრიტის სამკურნალოდ! ამის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს!

737

უებარი წამალი ართროზისა და ართრიტის სამკურნალოდ! ამის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს!

სელის პაწაწინა თესლს უდიდესი სამკურნალო ძალა აქვს. წინათ ბუნების ამ საოცრებას მხოლოდ გასტრიტის სამკურნალოდ ვიყენებდი. მისი მიღების შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი, კუჭისა და ნაწლავების ტკივილი კარგა ხანს აღარ მაწუხებდა.

ნახარშის ხანგრძლივი მიღების შემდეგ, შევამჩნიე, რომ მხოლოდ კუჭი კი არა, სახსრებიც ნაკლებად მტკიოდა.

მოგვიანებით ხელში ჩამივარდა წიგნი, სადაც ავტორი გვიყვებოდა, როგორ იყენებდა სელის თესლს გასტრიტის, ართროზისა და ართრიტის სამკურნალოდ. სელის თესლით მკურნალობისას 3 კგ დავიკელი, თუმცა არავითარი დიეტა არ დამიცავს, არც თავი შემიზღუდავს რამით.

ნახარში ასე მზადდება:

1 ჭიქა სელის თესლს დაასხით 3ლ ცივი (სასურველია, წყაროს) წყალი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ, მერე კი 2 საათი ადუღეთ წყლის აბაზანაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე. მზა ნახარში უნდა გაწუროთ და სვათ 100 მლ დღეში 6-8-ჯერ. მკურნალობის კურსი 18 დღეა. 3 დღეში ერთხელ აუცილებელია ახალი ნახარშის მომზადება.

ასეთი წამალი აჩქარებს კუჭის დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, გარდა ამისა, წმენდს ორგანიზმს მარილებისგან, ამცირებს ანთებით პროცესს და სწორედ ამის შედეგია, რომ სახსრებში ტეხის შეგრძნება და ტკივილი თანდათან ქრება.

ცოტა ხნის წინათ კი წავიკითხე, რომ სელის თესლის ფაფას ძვლის ტვინის ანთების და ძნელად შეხორცებადი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდაც იყენებენ. სამკურნალო ფაფის მოსამზადებლად აიღეთ მეოთხედი ჭიქა სელის თესლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და შეფუთეთ. გააჩერეთ მთელი ღამე. დილით ფაფა მზად იქნება. ის უნდა გაახვიოთ სელის სტერილურ ხელსახოცში, უმჯობესია ძველში, რადგან იგი ახალზე გაცილებით რბილია, თხელია და შესანიშნავად იწოვს ტენს, დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე, ძვალზე, ჭრილობაზე და გააჩერეთ, ვიდრე არ გაშრება. საფენი უნდა გაიკეთოთ დღეში 2-3-ჯერ.

ექიმის კომენტარი:

სელი ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორმდგომია, ხშირფოთლიანი, 60-120 სმ, იშვიათად 150 სმ სიმაღლის. ფოთლები ხაზურ-ლანცეტა ფორმის, შიშველი, წაწვეტებულია. ყვავილები ღეროს წვეროზე შეკრებილია ყვავილედად. ნაყოფი მრავალთესლიანი სფეროსებრი კოლოფია, იხსნება ხუთ ადგილას. თესლი მბზინავია, შესველებისას ლორწოვანდება. თითოეულ კოლოფში 10-მდე თესლია. ყვავილობს ივნის-აგვისტოში. მწიფდება სექტემბერში.

Facebook კომენტარები