სამყაროში შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი ნატურალური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ჯანმრთელობის პრობლემებისგან! ერთ-ერთი ასეთია ფიჭვის წიწვები!

96

სამყაროში შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი ნატურალური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ჯანმრთელობის პრობლემებისგან! ერთ-ერთი ასეთია ფიჭვის წიწვები!

დღეისათვის არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ითვლება მთელ მსოფლიოში. მისი გავრცელების საშუალო მაჩვენებელი პოპულაციურ დონეზე დაახლოებით 30 პროცენტია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში არტერიულ ჰიპერტენზიას განიხილავს, როგორც კარდიოვასკულური ანუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადობისა და სიკვდილობის ძირითად, წამყვან რისკ-ფაქტორს. საქართველოში, სადაც ძალზე მაღალია არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება და დაბალია ადექვატურ მკურნალობაზე მყოფი და კონტროლირებული წნევის მქონე პაციენტთა ხვედრითი წილი, ჰიპერტენზიის მართვის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია.

 

რა არის არტერიული ჰიპერტენზიის ანუ მაღალი არტერიული წნევის მიზეზი?

უპირველეს ყოვლისა, მართებულია, განვმარტოთ, თუ რა იგულისხმება არტერიული ჰიპერტენზიის ქვეშ. თუ პაციენტის არტერიული წნევა აღემატება ან ტოლია 140/90 მმ.ვწყ.სვ., ეს უკვე არტერიულ ჰიპერტენზიას წარმოადგენს. ამასთან, არტერიული წნევა არ არის მუდმივი სიდიდე და ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესებიდან გამომდინრე ის მუდმივად იცვლება.

არტერიულ წნევაზე გავლენას ახდენს: ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვა, უარყოფითი თუ დადებითი ემოცია, სიცილი, ტირილი, ხველა, შიში, კვება, გარემო ტემპერატურა და სხვა.

ბევრს აწუხებს ჰიპერტენზია. ასეთი ადამიანები წლების განმავლობაში დადიან ექიმებთან, იღებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს და ბევრმა მათგანმა არც კი იცის მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ტრადიციული მედიცინის რეცეპტის არსებობის შესახებ, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წელი მაინც დააბრუნოს არტერიული წნევა ნორმალურ დონეზე.

სამკურნალო ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად:

  1. ქვაბში ჩაყარეთ 5 სუფრის კოვზი ფიჭვის წიწვები,
  2. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ასკილი,
  3. ხახვის ფურცელი და დაასხით 1 ლიტრი წყალი..
  4. მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.
  5. შემდეგ გადაწურეთ და საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ ცოტა ადუღებული წყალი - ისე, რომ ნახარში იყოს ზუსტად 1 ლიტრი.
  6. გაყავით ეს მოცულობა თანაბრად და დალიეთ 2 დღის განმავლობაში, შემდეგ მოამზადეთ ისევ ახალი ნახარში.

გააკეთეთ ეს რეგულარულად  1 წლის განმავლობაში, შემდეგ კი საჭიროებისამებრ. გაუმჯობესება შეიძლება მოხდეს ერთ კვირაში, ხოლო ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების თანდათანობით გაუქმება. სხვათა შორის, წიწვოვანი ნაყენი კარგად ასუფთავებს ნაწლავებს და ღვიძლს, ასევე აქვს შარდმდენი ეფექტი.

frenis kompensacia
frenis kompensacia