ეს არის სასაწაული რეცეპტი! დაემშვიდობეთ წითელი ქარის დაავადებას სამუდამოდ! 

5858

ეს არის სასაწაული რეცეპტი! დაემშვიდობეთ წითელი ქარის დაავადებას სამუდამოდ! 

წითელი ქარი კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციური დაავადებაა. კერძოდ, მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული ანთება ახასიათებს. ის, ჩვეულებრივ, კანის ლიმფურ სისტემაში ვრცელდება.

დაავადებას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იცნობდნენ და წმინდა ანტონიუსის ცეცხლს უწოდებდნენ იმ ეგვიპტელი მკურნალის პატივსაცემად, რომელიც, გადმოცემით, ამ სნეულებით შეპყრობილ მორწმუნეებს კურნავდა.

ჩირქმბადი სტრეპტოკოკით გამოწვეული ეს ინფექცია თავდაპირველად პაციენტის სახეზე ლოკალიზდებოდა, თუმცა საუკუნეების განმავლობაში მისი ლოკალიზაცია შეიცვალა. ამჟამად ის უმთავრესად ქვედა კიდურებს აზიანებს.

წითელი ქარი უფრო მეტად ქალებს ემართებათ,მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცებთან აგრესიულობით გამოირჩევა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ განსხვავებას სხვადასხვა სქესის პირთა შორის დაავადების ხელშემწყობი ფაქტორების განსხვავებული სიხშირე განაპირობებს.

დაავადება ნებისმიერი ასაკის პირთა შორის გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია ჩვილებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და ხანში შესულებს შორის, პიკი კი 60-80 წელზე მოდის.

ახასიათებს სეზონურობა — გაზაფხულ-შემოდგომაზე შეინიშნება მისი მატების ტენდენცია.

მიზეზები

წითელი ქარის მთავარი მიზეზი სტრეპტოკოკული ინფექციაა. სახეზე ლოკალიზაციისას გამომწვევი უმეტესად ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკია, ხოლო ქვედა კიდურებზე ლოკალიზაციისას — სხვა ჯგუფის სტრეპტოკოკები.

გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას. ანთებითი პროცესის დროს მასწავლეს მალამო, რომელმაც კარგი შედეგი მომცა:

  • 100 გ ნატურალური თაფლი,
  • 100 გ ზეითუნის ზეთი,
  • 40 აბი სტრეპტოციდი (დაფქული)

შეურიეთ ერთმანეთს, წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილზე. გარდა ამისა, ძალიან ვუვლი ფეხებს — ვცდილობ, ინფექცია არ შემეჭრას.

 ექიმის კომენტარი:

წითელი ქარი მწვავე სტრეპტოკოკური ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. ახასიათებს კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული, კეროვანი ანთება, ცხელება (ტემპერატურული რეაქცია) და ინტოქსიკაცია. დაავადება ვითარდება დაზიანებულ კანსა და ლორწოვანში სტრეპტოკოკის შეჭრის შედეგად. შესაძლებელია, აგრეთვე, ორგანიზმში არსებული სტრეპტოკოკული ინფექციის კერიდან მიკრობის გავრცელება სისხლის ან ლიმფის გზით.

დაავადების განვითარების მექანიზმში ინფიცირებასთან ერთად წამყვანი ადგილი უკავია ალერგიულ ფაქტორს (სისხლში ჰისტამინის რაოდენობის ზრდას) და თირკმელზედა ჯირკვლის მარეგულირებელი სისტემის მოშლას, ამიტომ მკურნალობა კომპლექსურად უნდა წარიმართოს ანტიბიოტიკების, ჰორმონების, არასპეციფიკური მასტიმულირებელი პრეპარატების და ფიზიოთერაპიული პროცედურების გამოყენებით.

frenis kompensacia
frenis kompensacia