ხალხური შეუდარებელი რეცეპტი კატარაქტას სამკურნალოდ! ამ რეცეპტმა გადაარჩინა უკვე 100-ზე მეტი ადამიანი!

1393

ხალხური შეუდარებელი რეცეპტი კატარაქტას სამკურნალოდ! ამ რეცეპტმა გადაარჩინა უკვე 100-ზე მეტი ადამიანი!

კატარაქტა -  თვალის ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევა, მისი გამჭვირვალობის დაკარგვაა. კატარაქტის დროს ბროლი მონაცრისფრო, მონაცრისფრო-თეთრი ან რძისფერი ხდება. რამდენიმე წლის წინათ მას უმთავრესად ხანდაზმულთა პათოლოგიად მიიჩნევდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ოფთალმოლოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ასე აღარ არის — 35-40 წლის ადამიანებს შორის დაავადების შემთხვევები უფრო და უფრო ხშირია.

თანდაყოლილი კატარაქტა, ჩვეულებრივ, არ პროგრესირებს. შეძენილი კატარაქტა მიზეზის მიხედვით შეიძლება იყოს:

  • ასაკობრივი (მოხუცებულთა) კატარაქტა;
  • ტრავმული — გამოწვეული როგორც კონტუზიით, ისე თვალის კაკლის პირდაპირი დაზიანებით;
  • გართულებული — თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთების, გლაუკომის, ბადურას პიგმენტური გადაგვარებისა და თვალის ზოგიერთი დაავადების შედეგად განვითარებული;
  • სხივური — სხივური ენერგიით (ინფრაწითელი, რენტგენისა და რადიაციული გა- მოსხივებით) ბროლის დაზიანების შედეგი (ეს ძირითადად პროფესიული დაავადებაა);
  • ტოქსიკური — ამ ჯგუფს მიეკუთვნება წამლისმიერი კატარაქტა, რომელიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს კორტიკოსტეროიდების, ანტიმალარიული პრეპარატების ან სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების შემდეგ;

ვინც სათვალეს უკვე ხმარობს, განსაკუთრებული ყურადღება მართებს თვალებისადმი. როგორც კი სათვალე გავიკეთე, მხედველობა თანდათან გამიუარესდა და მალ-მალე მიწევდა სათვალის ცვლა.

ახლომხედველი ვარ და გადავწყვიტე, არ შევურიგდე ამ დაავადებას, ამიტომ ახლა სათვალეს მხოლოდ აუცილებლობის დროს ვხმარობ, გამუდმებით ვავარჯიშებ თვალს და ბოლო რამდენიმე წელია, უკეთესობას ვგრძნობ, აღარც სათვალის ნომრის მომატება დამჭირვებია.

კატარაქტის პროფილაქტიკისთვის კი, რომელიც ახლა ასე გახშირებულია, ასეთი რეცეპტი მასწავლეს: 2 ჩ/კ კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 5 წუთი, გაწურეთ. შეგრილებულ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონი დაიფინეთ თვალებზე 15-20 წუთით.

ეს პროცედურა ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს, ძილის წინ, რათა თვალის დაძაბულობა მოიხსნას. შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და გაიმეორეთ. თვალის ვარჯიშებს კი ყოველდღიურად ვიტარებ. შედეგი კი მართლაც თვალსაჩინოა — თვალისჩინი შესამჩნევად უკეთესი მაქვს.

ექიმის კომენტარი:

კამის თესლი შეიცავს 5% ეთერზეთს, 20% ცხიმოვან მჟავას, აზოტოვან და უაზოტო ნივთიერებებს, შაქრებს, უჯრედისს, კაროტინს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორისა და რკინის მარილებს. კამას იყენებენ ნედლს ან ხმელს. კამის ფოთლები გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზის ფონზე განვითარებული გულის რიტმის დარღვევის დროს. მის ეთერზეთს აქვს სპაზმების მომხსნელი, საძილე და შარდმდენი ეფექტი.

კამაში შემავალი ფლავონოიდები აქვეითებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, კალიუმი ავლენს ანტიარითმიულ ეფექტს, ხოლო ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) აუმჯობესებს ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებს, სწორედ ამ აქტიური ნივთიერებების აღნიშნული თვისებები მოგვცემს დადებით ეფექტს თვალის საფენებად კამის ნაყენის გამოყენების შემთხვევაშიც.

frenis kompensacia
frenis kompensacia