დამტკიცებულია რომ ეს საშუალებები უებარია მეტეორიზმის დროს! ამ რეცეპტის ინგრედიენტები ყველა სამზარეულოშია!

150

დამტკიცებულია რომ ეს საშუალებები უებარია მეტეორიზმის დროს! ამ რეცეპტის ინგრედიენტები ყველა სამზარეულოშია!

მეტეორიზმის მიზეზი მრავალფეროვანია. აღსანიშნავია კვების თავისებურებები, საჭმლის მონელების პროცესების დარღვევა, ნაწლავში მექანიკური დაბრკოლების არსებობა, ნაწლავთა მოტორული აქტივობის დაქვეითება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ფსიქიკური ფაქტორების ზემოქმედება.

ბუნებრივია, პაციენტების ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, კვების თავისებურებებთან დაკავშირებული მეტეორიზმი იწვევს. მედიცინაში მას ალიმენტურ მეტეორიზმს უწოდებენ. ალიმენტური მეტეორიზმი მაშინ აღმოცენდება, როდესაც ადამიანი უჯრედისით, ცელულოზით, პექტინით, სახამებლით მდიდარ საკვებს იღებს. ასეთია, მაგალითად, პარკოსნები (ჩვენთვის კარგად ცნობილი ლობიო), კომბოსტო, კარტოფილი, შავი პური. ასეთი საკვების მონელებას თან სდევს ნაწლავში დიდი რაო- დენობით აირების გამოყოფა.

ალიმენტურ მეტეორიზმს იწვევს გაზიანი სასმელების მიღებაც. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა სასმლის სახეობას — მეტეორიზმს იწვევს არა მარტო კოკა-კოლა ან ლიმონათი, არამედ სამკურნალო გაზიანი წყალიც, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში წამყვანი ფაქტორი სასმელში არსებული აირია და არა თვით სასმლის შემადგენლობა.

სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ვურჩევთ პაციენტებს, სამკურნალო მინერალური წყალი მხოლოდ უგაზოდ მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაზი, რომელიც ჭიქაში შუშხუნებს, კუჭში განაგრძობს გამოყოფას. ალიმენტური მეტეორიზმის განვითარებას ხელს უწყობს ის პროდუქტებიც, რომლებიც დუღილს იწვევს:

  • ცხვრის ხორცი,
  • ქიშმიში,
  • ბურახი,
  • ლუდი.

უკანასკნელ ორ სასმელში დუღილის პროცესი თავისთავად მიმდინარეობს. მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებსაც — ნაწლავური მიკროფლორის ხასიათს, ნაწლავის შეწოვის უნარს, კუჭიდან საკვების ევაკუაციის სისწრაფეს.

წლების განმავლობაში მაწუხებდა მუცლის შებერილობა და სულ ვეძებდი მცენარეულ საშუალებებს. გთავაზობთ იმ რეცეპტებს, რომლებმაც ყველაზე მეტად გაახმეთ კამა, დაფქვით და რეგულარულად იხმარეთ კერძის მომზადებისას.

ასევე ძალიან მომიხდა ეს:

კარგია ძირა. მიიღეთ დამწვარი ალვის ხის მერქნის ნახშირი ჭამამდე და ჭამის შემდეგ (სულ 2 ჩ/კ დღეში). დილით უზმოზე დალიეთ 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, შემდეგ დაწექით 30 წთ, ხოლო ერთ საათში ისაუზმეთ (მკურნალობის კურსი 10 დღეა, 10 დღე დაის- ვენებთ და გაიმეორებთ კურსს).

გაზებისთვის კარგია სალათებში ნივრის მწვანე ფოთლების დამატება. ნიორი წვრილად დაჭერით, დაალაგეთ თხელ ფენად, გაახმეთ, დაფქვით, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ ეს ფხვნილი დანის წვერით 2-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

ასევე ეფექტურია ასეთი ნაყენი:

თანაბარი რაოდენობის პიტნა, კამის, ცერეცოსა და ძირას თესლის 2 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 1 საათი თავ- დახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში რამდენჯერმე (სულ 1 ჭიქა ნაყენი დღეში).

Facebook კომენტარები