თუ ამას გააკეთებთ, 1 სუფრის კოვზიც საკმარისი იქნება, რომ ფეხზე წამოდგეთ!! უმოკლეს დროში აფერხებს ტკივილს! მნიშვნელოვანი ინფორმაცია!!
ალოე უწინ თითქმის ყველა ოჯახში ჰქონდათ და ხშირად იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ხალხური მედიცინის მოყვარულთათვის ეს მცენარე საკმაოდ კარგადაა ცნობილი. გულდასაწყვეტია, რომ დღეს ასე დავშორდით დედაბუნებას და ჩვენ გვერდით არსებულ სიმდიდრეს აღარაფრად მივიჩნევთ.
მინდა გაგაცნოთ რამდენიმე რეცეპტი, რომლებსაც ოჯახში ვიყენებ ხოლმე და საკმაოდ ეფექტიანია.
1. ეს რეცეპტი აძლიერებს ორგანიზმს, შველის გაზაფხულის ავიტამინოზს. ოჯახის წევრებს ამ წამალს მარტის ბოლოდან მაისის ჩათვლით ვუმზადებ. თავს ყველა მხნედ ვგრძნობთ:
მომზადების წესი:
- აურიეთ 0,5 ჭიქა ალოეს წვენი,
- 1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი,
- 1 ჭიქა თაფლი,
- 1 ჭიქა ლიმონის წვენი.
მიიღეთ თითო ჩაის ან საჩაროზე კოვზი დილა-საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
2. ბრონქული ასთმის დროს:
დაგჭირდებათ:
- 0,5 ჭიქა ალოეს წვენი,
- 2/3 ჭიქა ლიმონის წვენი,
- 0,5 ჭიქა თაფლი,
- 350 მლ ღვინო
- 2 ცალი თეთრი კვერცხის ნაჭუჭი.
კვერცხის ნაჭუჭი გააშრეთ და კარგად დაფქვით. შემდეგ ყველა კომპონენტი კარგად შეურიეთ ერთმანეთს და ნარევი 7 დღე-ღამე დადგით ბნელ ადგილას. მიიღეთ თითო ს/კ დილაობით, უზმოზე. მკურნალობის კურსი 3 თვეა.
3. ეს რეცეპტი აუმჯობესებს გულის მუშაობას, აწესრიგებს წნევას და ქოლესტერინს სისხლში
მომზადების წესი:
- 2 საშუალო თავი ნიორი გაფცქვენით,
- წვრილად დაჭერით
- და დაასხით 2/3 ჭიქა ალოეს წვენი.
- დადგით ბნელ ადგილას 5 დღე,
- შემდეგ გაწურეთ.
- მიიღეთ თითო საჩაროზე კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
4. გულძმარვის დროს:
საჭიროა:
- თითო ს/კ ალოეს წვენი,
- კოთხუჯის დანამცეცებული ფესვები,
- 1 ჭიქა წყალი.
მომზადების წესი:
- კოთხუჯის ფესვს დაასხით წყალი,
- ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთი,
- შემდეგ გადაწურეთ,
- დააყოვნეთ 10 წუთი.
- როცა შეგრილდება, დაუმატეთ ალოეს წვენი და სვით გულძმარვის დროს 1/2 ჭიქა 1-2-ჯერ დღეში, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
- მკურნალობის კურსი 2 კვირაა.
ექიმის კომენტარი:
რეცეპტთა ძირითადი კომპონენტი ალოეა, რომლის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია. მისი სამკურნალო თვისებები მართლაც ამოუწურავი და მრავალფეროვანია. ამ მცენარეს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება, ასტიმულირებს იმუნიტეტს. ალოე შეიცავს უამრავ ვიტამინს და მიკროელემენტს. ალოესგან დამზადებული პრეპარატები დღეს მეცნიერულ მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება.
ჯანმრთელობას გისურვებთ!