ბაბუაწვერას წვენი ამაგრებს თავის ტვინის სისხლძარღვებს და იცავს ადამიანს სკლეროზისგან!!! აი როგორ უნდა მოამზდოთ იგი!

1910

ბაბუაწვერას წვენი ამაგრებს თავის ტვინის სისხლძარღვებს და იცავს ადამიანს სკლეროზისგან!!! აი როგორ უნდა მოამზდოთ იგი!

რატომ ვითარდება ათეროსკლეროზი?

არსებობს ათეროსკლეროზის მრავალი მიზეზი. მათ სხვანაირად ათეროსკლეროზის რისკფაქტორებს უწოდებენ. სიტყვა „რისკფაქტორი“ აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები ზრდიან ათეროსკლეროზის აღმოცენების რისკს. დაავადების მრავალფეროვანი მიზეზი პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

რისკფაქტორები, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია ანუ არამოდიფიცირებადი რისკფაქტორები და რისკფაქტორები, რომელთა შეცვლაც ჩვენს მონდომებასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული ანუ მოდიფიცირებადი რისკფაქტორები.

ათეროსკლეროზის არამოდიფიცირებადი რისკფაქტორებია:

ასაკი

ასაკთან ერთად ათეროსკლეროზის რისკიც იზრდება. რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო მაღალია ათეროსკლეროზის რისკი. ამის გამო ხშირად ათეროსკლეროზს სიბერის თანმხლებ მოვლენად განიხილავენ. ცნობილია, რომ სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილება განსაზღვრული ასაკის შემდეგ თითქმის ყველას აღენიშნება. ათეროსკლეროზის რისკი საგრძნობლად იწევს მაღლა 45-50 წლის შემდეგ.

სქესი

ის ათეროსკლეროზის აღმოცენების დამოუკიდებელი რისკფაქტორია. მამაკაცებს ათეროსკლეროზი 10 წლით ადრე ეწყებათ და 50 წლამდე მისი განვითარების 4-ჯერ მეტი ალბათობა აქვთ. ეს განსხვავება 50 წლის შემდეგ ქრება, რაც ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებსა და ქალის სასქესო ჰორმონების — ესტროგენების დამცავი როლის შესუსტებასთან არის დაკავშირებული.

გენეტიკური განწყობა კიდევ ერთი არამოდიფიცირებადი ფაქტორია. ათეროსკლე- როზის მომატებული რისკი აქვთ მათ, ვის გენეტიკაშიც ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმაა დადასტურებული. მიჩნეულია, რომ სწორედ გენეტიკური განწყობაა ათეროს- კლეროზის შედარებით ნაადრევად, 50 წლამდე, დაწყების მიზეზი. 50 წლიდან კი მემკვი- დრეობა ნაკლებ როლს ასრულებს.

მაისიდან ოქტომბრამდე დალიეთ ბაბუაწვერას ფოთლებისა და ფესვების წვენი.

მცენარე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გაწურეთ, დალიეთ 30-50 წვეთს დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. ბაბუაწვერას წვენი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს თავის ტვინის სისხლძარღვებზე — იცავს ადამიანს სკლეროზისგან, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვებს, აწესრიგებს ძილს, საერთოდ, აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია, ზუსტად მოამზადოთ რეცეპტი და დოზები არ გადააჭარბოთ.

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები